|
2016-03-26 19:12:18, 600 ნახვა
საზოგადოება
MIA FORCE-ის ავტომრბოლელი დათა ქაჯაია მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის, MIA FORCE-ის ავტომრბოლელი, შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის სახე, ევროპის ჩემპიონი დათა ქაჯაია ძარიან ავტომობილებში მსოფლიო ჩემპიონატზე (TCR – TOURING CAR RICING) იასპარეზებს. შსს-ს მომსახურების საააგენტოს სპორტულმა კლუბმა, ამ თემასთან დაკავშირებით დღეს, საზეიმო მიღება გამართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მთავრობის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, თბილისის მერი, ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქაჯაია პირველი სპორტსმენია, რომელიც საქართველოს სახელით მსოფლიო რბოლაში მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 3 აპრილს, ბაჰრეინში აიღებს და მსოფლიოს 11 ქვეყნის ცნობილ ტრასებზე გაგრძელდება. „მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის, ასევე შსს-ს და უშუალოდ მინისტრს. რაც შეეხება ჩემს ასპარეზობას ეს იქნება ურთულესი სეზონი, ურთულესი ბრძოლა და რა თქმა უნდა შევეცდები ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო. გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ“, - განაცხადა დათა ქაჯაიამ. გიორგი მღებრიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება შს სამინისტროს მხრიდან სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპილარიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა და დამსწრე საზოგადოებას დათა ქაჯაიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განცხადებულ პრიორიტეტებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, რადგან ეს დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთი წინაპირობაა. შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სახედ სწორედ დათა ქაჯაიაა არჩეული. კიდევ ერთხელ მინდა მას წარმატება ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დროშა კიდევ არაერთხელ ყველაზე მაღლა იფრიალებს“, - განაცხადა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა. სპორტსმენის სპონსორად ღონისძიებაზე "საქართველოს ბანკი“ დასახელდა. „ჩვენ ვართ გენერალური სპონსორები. ძალიან მოხარულები ვართ და დიდი სურვილი გვაქვს, მსოფლიო ასპარეზზე დათას წარმატებაში მონაწილეობა მივიღოთ. მნიშვნელოვანია, სპორტის ყველა სახეობაში ქართველების წარმატება და საქართველოს ბანკის, ექსპრეს ბანკის ბრენდის, რომელიც სისწრაფეს, სიმარტივეს და წარმატებას გულისხმობს. ჩვენი წვლილი სწორედ სპონსორობით იქნება დათას წარმატებაში“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა მურთაზ კიკორიამ. დათა ქაჯაიას ასევე წარმატება უსურვა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ: „ეს სპორტის საკმაოდ საინტერესო სახეობაა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ კლუბს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. მსოფლიო მასშტაბით ძალიან მნიშვნელოვანი შეჯიბრები ელოდება დათას და მინდა წარმატება ვუსურვო, როგორც კლუბს ასევე მის წარმომადგენელს. დათა ძალიან აქტიურად იბრძვის იმისთის, რომ ჩვენს ქვეყანას წარმატება და პოპულარობა მოუტანოს, ამიტომ მე მას პირადად მინდა წარმატება ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. შსს-ს სპორტული კლუბის საზეიმო მიღებას ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა უმასპინძლა. საგამოფენო სივრცეში სპორტული კლუბის ავტომობილები, დავით ქაჯაიას მიერ სხვადასხვა დროს მოპოვებული თასები და ავტომრბოლელის ასპარეზობის ამსახველი ფოტოები იყო წარმოდგენილი. მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირი ტრანსლაცია, სხვადასხვა ქვეყნის სატელევიზიო არხებთან ერთად, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაიცემა.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)