|
2025-12-08 14:14:10, 4437 ნახვა
საზოგადოება
500 Global in Eurasia-ს მონაწილე ქართულმა სტარტაპმა Helio AI-მ $1-მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა
500 Global in Eurasia-ს სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის მეექვსე ნაკადის მონაწილე სტარტაპმა, Helio AI-მ საერთაშორისო ფონდებისგან $1-მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა. Helio AI ქართული სტარტაპია, რომელიც კომპანიებს ადამიანური რესურსის შერჩევის პროცესების ავტომატიზაციაში ეხმარება. Helio AI Recruiting Agent-ი რეკრუტერების ასისტენტია, რომელსაც იუზერის ბრძანებით ვაკანსიების შექმნა და სხვადასხვა არხებში განთავსება შეუძლია. აპლიკანტების ერთ სივრცეში მიღება და ავტომატური გადარჩევა, მათთან კომუნიკაცია, სრული შერჩევის პროცესის რეპორტინგი და ახლა უკვე ონბორდინგი - ერთი სივრციდან არის შესაძლებელი. პლატფორმა 2 წლისაა და მას უკვე 7 ქვეყნიდან 400-ზე მეტი ბრენდი იყენებს. $1-მილიონიანი ინვესტიცია სტარტაპმა Seed Round-ში საერთაშორისო ფონდებისგან, SABAH.fund-ის ხელმძღვანელობით, DOMiNO Ventures, Axiom, Tetrad VC-ის და ანგელოზი ინვესტორის, Bas Godska-ს მონაწილეობით მიიღო. ინვესტიცია გლობალურ ბაზრებზე კომპანიის აქტიურ ზრდას და მსოფლიოს მასშტაბით რეკრუტინგის პროცესების სრულიად გარდაქმნას მოხმარდება. აღსანიშნავია, რომ 1 წლის წინ ჰელიოს Pre-Seed რაუნდში მონაწილეობდნენ ანგელოზი ინვესტორი, თეიმურაზ ჯაში, საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელი - აქსელი და 500 Global in Eurasia, რომელთა მხარდაჭერაც გადამწყვეტი აღმოჩნდა ჰელიოს მიერ ტექნოლოგიის განვითარებასა და ზრდაში. 500 Global in Eurasia 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამაა, რომელიც საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. ინიციატივის ფარგლებში, შერჩეული მონაწილეები 12-კვირიან აქსელერაციის პროგრამას გადიან რომელსაც მსოფლიო დონის ექსპერტები უძღვებიან. მონაწილეები იღებენ როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას, ამასთანავე, ამყარებენ ახალ კავშირებს, რაც მათ სწრაფ ზრდასა და განვითარებაში ეხმარება. 500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც, 2.4 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2 900-ზე მეტ კომპანიას, 80+ ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 35-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 160+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 25 ქვეყნიდან, 150+ წევრს აერთიანებს, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)