03:46 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-26 10:47:01, 1205 ნახვა

მსოფლიო
პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი დუმილის უფლებას იყენებს

პარიზის ტერაქტებში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული სალაჰ აბდესლამი დუმილის უფლებას იყენებს.

როგორც  BBC ბელგიის პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება, აბდესლამმა ბრიუსელში რამდენიმე დღის წინ განხორციელებული თავდასხმების შესახებ საუბარზე უარი განაცხადა.

ცნობისთვის, 26 წლის სალაჰ აბდესლამი 4-თვიანი ძებნის შემდეგ ბრიუსელში 18 მარტს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. ის ამ დროისთვის ბრიუგეს მკაცრი რეჟიმის ციხეში იმყოფება.

თავდაპირველად აბდესლამი საფრანგეთში ექსტრადირებაზე უარს აცხადებდა. ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ კი მან საფრანგეთში ექსტრადირება მოითხოვა. ექსტრადირების საკითხს სასამართლო 31 მარტს განიხილავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics