11:36 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-05 12:21:07, 1581 ნახვა

პოლიტიკა
არ შეიძლება ჩხირკედელაობა, რადგან დიდი ზიანის მომტანია- მზექალა შანიძე „ოცნების“ რეფორმაზე

ენათმეცნიერი მზექალა შანიძე, „ქართული ოცნების“ განათლების კონცეფციას ჩხირკედელაობას უწოდებს.

ენათმეცნიერი 4 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ჩაერთო ონლაინ, რომელიც სწორედ „ოცნების“ განათლების ახალ რეფორმას შეეხებოდა.

მზექალა შანიძის კომენტარს განათლების ექსპერტი, სიმონ ჯანაშია ავრცელებს ფეისბუქზე.

„ის, რასაც ჩვენ გვთავაზობენ, წმინდა აკადემიური თვალსაზრისით არ არის გამართლებული და არ შეეფერება დღევანდელ მოთხოვნებს!… ყოველგვარი ცვლილება უნდა ეყრდნობოდეს მეცნიერულ საფუძველს და რასაც ჩვენ გვთავაზობენ, მეცნიერულ საფუძველს არ ემყარება…

ჩვენ არ გვაქვს უფლება ასეთ პირობებში არ ვიფიქროთ, რომ შემოთავაზებული პროგრამა არ არის მეცნიერული, არამედ რაღაც ინფანტილური!… არ შეიძლება ჩხირკედელაობა, რადგან ეს ძალიან დიდი ზიანის მომტანია!”- თქვა მზექალა შანიძემ.

„ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ – ასეთია „ქართული ოცნების“ საუნივერსიტეტო განათლების რეფორმის კონცეფცია, რომელიც ასევე ითვალისწინებს სახელმწიფოს გრანტის გაუქმებას.

ამ მოდელის მიხედვით სახელმწიფო აღარ დააფინანსებს სტუდენტს, არამედ დააფინანსებს უნივერსიტეტს და თავად გადაწყვეტს, რომელ უნივერსიტეტში, რომელი ფაკულტეტი და სპეციალობები დააფინანსოს, რაც უნივერსიტეტებს მთლიანად დამოკიდებულს ხდის სახელმწიფოზე და აქრობს საუნივერსიტეტო ავტონომიას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამხრეთ კორეამ უკრაინა დაადანაშაულა ორი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვეების საიდუმლოდ გადაცემის გამჟღავნებაში და ბოდიშის მოხდა მოითხოვა
ავტოსაგზაო შემთხვევას მოტომრბოლელი, საქართველოს ორგზის ჩემპიონი დავით რობანიშვილი ემსხვერპლა
ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბეთის პრეზიდენტის პოსტი დატოვა
რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ხარკოვში 22 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევში - ოთხი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics