|
2025-12-04 19:43:39, 1096 ნახვა
პოლიტიკა
პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება: 6 დეკემბერს, 19 საათზე, ფილარმონიიდან იქნება მსვლელობა
დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება შაბათს, 6 დეკემბერს, 19 საათზე, ფილარმონიიდან პარლამენტამდე მსვლელობას გამართავს მოთხოვნით, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა ჩაატარონ ქიმიური მოწამვლის საერთაშორისო გამოძიება. "ქართული ოცნების პროპაგანდისა და რეპრესიული მანქანის რეაქცია ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტურ გამოძიებაზე აღრმავებს რწმენას, რომ ბრალდებები სამართლიანია და ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს, უკვე წლებია, ქიმიურად წამლავს, რათა სამოქალაქო წინააღმდეგობა გაანეიტრალოს და ძალაუფლება შეინარჩუნოს. ამ უმძიმესი ბრალდების მიუკერძოებელი, სამართლებრივი გამოძიება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ თუ დადასტურდა, სამართალი აღსრულდეს და დამნაშავე დაისაჯოს, არამედ იმისთვისაც, რომ ქიმიური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოქალაქეების ჯანმრთელობის რისკები განვსაზღვროთ და შევამციროთ. მიუკერძოებელ სამართლებრივ გამოძიებას ივანიშვილის რეჟიმი ვერ ჩაატარებს. ზუსტად ისე, როგორც საბჭოთა რეჟიმი ვერ ჩაატარებდა როდიონოვის მიერ, 9 აპრილს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების მიუკერძოებელ გამოძიებას. ივანიშვილის რეჟიმს საამისოდ არც ლეგიტიმაცია გააჩნია და არც პოლიტიკური ნება, თორემ ერთი წლის წინ იმოქმედებდა, როდესაც პროტესტის მონაწილეები და ექიმები მასობრივად ჩიოდნენ წყლის ჭავლის მომწამვლელ ეფექტზე და ამის უამრავი მტკიცებულება არსებობს. BBC-ს ბრალდების ფონზე დაწყებული გამოძიება და ბრალდების პოტენციური მოწმეების, ანუ მოწამვლის შესაძლო მსხვერპლთა და ექიმთა გამოკითხვაზე დაბარება არაფერია, გარდა მსხვერპლის გაჩუმების მცდელობა. რეჟიმის ეს მანევრი არა დანაშაულის გამოძიებას და სიმართლის დადგენას, არამედ დანაშაულის ჩაფარცხვას და სიმართლის დაფარვას ემსახურება. საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების უმძიმესი ბრალდების სრულყოფილი გამოძიება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი დემოკრატიული ხელისუფლებით ჩანაცვლდება - ქართული საზოგადოების უწყვეტი პროტესტი სწორედ ამ მიზანს უახლოვდება ნაბიჯ-ნაბიჯ. იქამდე, იმისათვის, რომ თავი დავიცვათ, აუცილებელია ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება. ამიტომ, შაბათს, 6 დეკემბერს, 19 საათზე, დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება გავმართავთ მსვლელობას ფილარმონიიდან რუსთაველამდე და დასავლელი მოკავშირეებისგან მოვითხოვთ, რომ ჩატარდეს ქიმიური მოწამვლის საერთაშორისო გამოძიება. მოთხოვნის შესრულების ალბათობა გაიზრდება, თუ ბევრი შევიკრიბებით. ბევრნი უნდა ვიყოთ, რადგან ივანიშვილის საწამლავი ჩვენ არ განგვასხვავებს - ყველას გვწამლავს." - ნათქვამია განცხადებაში.
სამხრეთ კორეამ უკრაინა დაადანაშაულა ორი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვეების საიდუმლოდ გადაცემის გამჟღავნებაში და ბოდიშის მოხდა მოითხოვა
ავტოსაგზაო შემთხვევას მოტომრბოლელი, საქართველოს ორგზის ჩემპიონი დავით რობანიშვილი ემსხვერპლა
ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბეთის პრეზიდენტის პოსტი დატოვა
რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ხარკოვში 22 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევში - ოთხი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ხარკოვში 22 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევში - ოთხი
რუსულმა დარტყმამ უკრაინაში გერმანული კომპანია Kärcher-ის კუთვნილი საწყობი გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)