|
2025-12-04 19:42:05, 1038 ნახვა
პოლიტიკა
სტუდენტები: 6 დეკემბერს, 19:00-ზე ვიკრიბებით ფილარმონიასთან, მოვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას
სტუდენტები 6 ოქტომბრის აქციას უერთდებიან. მათი მოთხოვნაა, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა ბოლომდე გამოიძიონ, თუ რა ნივთიერებას იყენებდა ქართული ოცნება 2024 წელს ანტისამთავრობო აქციების დასაშლელად. დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების და სტუდენტების წარმომადგენლები შაბათს, 6 დეკემბერს, 19 საათზე, გამართავენ მსვლელობას ფილარმონიიდან რუსთაველამდე. "ამ წლის 1 დეკემბერს BBC-მ ქართული ოცნების მორიგი დანაშაული ამხილა, გამოძიებამ გააჩინა ეჭვი, რომ სიტყვა ქართულს ამოფარებულმა რუსულმა ოცნებამ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში აკრძალული ნივთიერები გამოიყენა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, შემდეგ კი ისინი დააპატიმრა და წლობით გამოკეტა ციხეში. ასევე რუსულმა მთავრობამ გაიმეტა სკოლის მოსწავლეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და სხვა მოქალაქეები ტოქსიკური ნივთიერებებით დაბინძურებული გარემოსთვის. ირაკლი კობახიძე BBC-ს მატყუარებს ეძახის და ამბობს, რომ ყველაფერი "აბსურდია". მაგრამ, ერთი წლის შემდეგაც კი ვერ ბედავენ იმის ჩვენებას, თუ რეალურად რა გამოიყენეს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, ეს კი ბუნებრივია, რადგან ქართული ოცნება სიმართლეს მალავს. ისინი ამბობენ, რომ ამ საკითხს გამოკვლევენ, მაგრამ დამნაშავე საკუთარ დანაშაულს არასდროს იძიებს. ასევე BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი მტკიცებულებებისა და მმართველი პარტიის მხრიდან გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, პირდაპირი თავდასხმაა კრიტიკულ მედიაზე. ეს ყველაფერი ავტორიტარული პოლიტიკის ნათელი ნაბიჯებია და ჩვენ, სტუდენტები, სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ, რომ სანამ ქართული ოცნება არ დათმობს მიტაცებულ ხელისუფლებას და სანამ სამართალი არ აღდგება ამ ქვეყანაში ჩვენ არ დავნებდებით. შაბათს, 6 დეკემბერს, 19 საათზე ვიკრიბებით ფილარმონიასთან, საიდანაც გადავინაცვლებთ პარლამენტის მიმართულებით და მოვითხოვთ საერთაშორისო პარტნიორებისგან ამ საკითხის ბოლომდე გამოძიებას!" - განაცხადეს სტუდენტებმა ბრიფინგზე.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)