|
2025-12-04 19:37:47, 1005 ნახვა
პოლიტიკა
Human Rights Watch: კანონები საქართველოში პროტესტს ფაქტობრივად კანონსაწინააღმდეგოდ აცხადებს
რეპრესიული კანონები საქართველოში მშვიდობიან საპროტესტო აქციებს ფაქტობრივად კანონსაწინააღმდეგოდ აცხადებს , - ამის შესახებ Human Rights Watch-ის სტატიაშია ნათქვამი. ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს მექანიზმები, ძალადობისა და მძიმე ფინანსური სანქციების პარალელურად, "გადაჭარბებული და არაპროპორციული შეზღუდვებია", რომლებიც პროტესტის გამოხატვას რისკს უქმნიან. კანონები, რომლებიც HRW-ის შეფასებით პროტესტს ზღუდვს:
„საქართველოს ხელისუფლებამ მთელი რიგი კანონები მიიღო, რომლებიც მშვიდობიანი შეკრებების უფლებას უსაფუძვლოდ ზღუდავს და განსხვავებული აზრის ჩასახშობად გამოიყენება. ძალადობრივ პოლიციურ პრაქტიკებთან და მაღალი ჯარიმების სისტემასთან ერთად, ეს ზომები არღვევს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, სახიფათოს ხდის განსხვავებული შეხედულებების გამოთქმას და კრიტიკოსებს სადამსჯელო მექანიზმების წინაშე დაუცველ მდგომარეობაში აყენებს“, — ნათქვამია სტატიაში. სტატიის მიხედვით, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილე აღნიშნავს, რომ „საქართველოს მთავრობა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის მექანიზმებს სისტემატურად ანადგურებს“. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ „2024 წლის ნოემბრის შემდეგ მმართველმა პარტიამ პარლამენტში რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება გაიტანა, რომლებიც პრაქტიკულად საპროტესტო ქმედებების მნიშვნელოვან ნაწილს კანონსაწინააღმდეგოდ აცხადებს“. Human Rights Watch აღნიშნავს, რომ „დაშინება, თვითნებური დაკავებები და არაპროპორციულად მაღალი ჯარიმები მშვიდობიან შეკრებებში მონაწილეებისთვის საშიშ გარემოს ქმნის“. ორგანიზაციის შეფასებით, „საქართველოს ხელისუფლება ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს იყენებს თვითნებური დაკავებებისა და ძალადობრივი სამართალწარმოების გასაძლიერებლად. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის წევრი საქართველო ვალდებულია დაიცვას გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრების უფლება; ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს არა მხოლოდ კანონიერ მიზანსა და შესაბამის სამართლებრივ საფუძველს, არამედ აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის სტანდარტებს. ეს პრინციპები აუცილებელია იმისათვის, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა შესაძლებელი იყოს თვითნებური დაკავებების, ძალადობრივი პოლიციური მეთოდების ან არაპროპორციული სანქციების შიშის გარეშე“, — ნათქვამია სტატიაში.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)