|
2025-12-04 19:27:48, 10072 ნახვა
სამართალი
დარახველიძე - არანაირი „კამიტი“ შსს-ს არ შეუძენია, არ გამოუყენებია და ვერც გამოიყენებდა იმიტომ, რომ ასეთი არც არსებობს ჩვენს სარგებლობაში
კიდევ ერთხელ გიდასტურებთ და ბატონმა მინისტრმაც აღნიშნა, რომ არანაირი „კამიტი“ შსს-ს არ შეუძენია, არ გამოუყენებია და ვერც გამოიყენებდა იმიტომ, რომ ასეთი არც არსებობს ჩვენს სარგებლობაში. როგორც ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, გაკეთდა განცხადება კონკრეტულ საკითხთან მიმართებითი და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ BBC-ის სიუჟეტში მოყვანილი ფაქტები არის მხოლოდ ჟურნალისტის ვარაუდები და არცერთ კონკრეტულ მტკიცებულებას არ ეყრდნობა. „როდესაც სახეზეა მასობრივი არეულობა, ტოტალური თავდასხმები პოლიციაზე, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, საქართველოს პარლამენტზე შტურმი, 171 პოლიციელი შავდება, ისვრიან „მოლოტოვის კოქტეილებს“, ფეიერვერკების წვიმას, ადამიანები და პოლიციები შავდებიან აქციის „მშვიდობიანი მომიტინგეებისგან“, ამ შემთხვევაში, პოლიციას არათუ უფლება, არამედ აქვს ვალდებულება გამოიყენოს კანოთ გათვალისწინებული ის სპეციალური საშუალებები, რაც არის ჩამოთვლილი: წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, ფიზიკური ძალა და სხვა საშუალებები, რისი ჩამონათვალიც კანონში ამომწურავად არის მითითებული. რაც შეეხება კონკრეტული ნივთიერების საკითხს, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ და ბატონმა მინისტრმაც აღნიშნა, რომ არანაირი „კამიტი“ შსს-ს არ შეუძენია, არ გამოუყენებია და ვერც გამოიყენებდა იმიტომ, რომ ასეთი არც არსებობს ჩვენს სარგებლობაში. რაც შეეხება კონკრეტულად, რა ნივთიერება იყო, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ არ დავასწრებთ მოვლენებს, მიმდინარეობს გამოძიება და საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. ამ შემთხვევაში, ნახავს, რომ იქ არაფერი ისეთი ნივთიერება არ იყო გამოყენებული, რომელსაც რომელიმე ევროპული ან ამერიკული პოლიცია არ იყენებს მსგავს შემთხვევებში. ვიმეორებ, შემთხვევა იყოს ის, რომ ყველა ხედავდა, 2024 წლის წლის 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, რუსთაველის გამზირზე, ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია, ეს იყო ძალადობა, შტურმი, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობა, 171 პოლიციელია დაშავებული. პარლამენტის შენობის წინა ფასადი და დაახლოებით, 60-მდე სამუშაო ოთახი იყო გადამწვარი და ეს თუ იყო მშვიდობიანი აქცია და თქვენ თუ ამ „მშვიდობიან“ აქციაში მონაწილეობდით, ჩემთვის ძალიან გასაოცარია“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)