18:57 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-03 10:41:50, 2160 ნახვა

მსოფლიო
ტრამპმა გააუქმა ბაიდენის ყველა ბრძანებულება და შეწყალების აქტი, რომელიც ავტომატური ხელმოწერით იქნა დამოწმებული, ტრამპის მოქმედება ეწინააღმდეგება აშშ-ს კონსტიტუციას

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი წინამორბედის ბაიდენის მიერ ავტომატური ხელმოწერის მოწყობილობის გამოყენებით ხელმოწერილი ყველა დოკუმენტი „ბათილად“ გამოაცხადა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ ეს ქმედება არაკონსტიტუციურია.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა სამშაბათს თავის სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე, დაწერა, ყველა დოკუმენტი, მათ შორის შეწყალება, რომელსაც მისი წინამორბედი ავტომატური ხელმოწერის მოწყობილობის გამოყენებით „ბათილად“ ითვლება.

ტრამპის თქმით, ავტომატური ხელმოწერის მოწყობილობის გამოყენება შეიძლება ნიშნავდეს, რომ გადაწყვეტილება თავად პრეზიდენტს არ მიუღია. ბაიდენი არ უარყოფს ავტომატური ხელმოწერის მოწყობილობის გამოყენებას პრეზიდენტობის ბოლო თვეებში, მაგრამ ამტკიცებს, რომ ყველა გადაწყვეტილება პირადად იქნა მიღებული.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტრამპი ბაიდენის წინააღმდეგ ასეთ პრეტენზიებს გამოთქვამს, თუმცა სხვა პრეზიდენტებმა, მათ შორის თავად ტრამპმა, გამოიყენეს ავტომატური ხელმოწერის მოწყობილობები, როგორც Axios აღნიშნავს. ზოგიერთმა მათგანმა შეწყალების პეტიციას საკუთარი ხელმოწერით მოაწერა ხელი.

Axios აღნიშნავს, რომ აშშ-ის კონსტიტუცია არ აძლევს მოქმედ პრეზიდენტს უფლებას, ამ გზით გააუქმოს წინამორბედის გადაწყვეტილებები. 2005 წელს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განმარტა, რომ პრეზიდენტს აქვს ავტომატური ხელმოწერის გამოყენების უფლება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics