12:27 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-01 11:36:53, 1724 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: არასაკმარისად განათლებული საზოგადოება იოლად ექვემდებარება მანიპულაციას, გარე ჩარევებს

ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განათლების რეფორმაზე ისაუბრა და თქვა, რომ დღეს დამტკიცდება მისი კონცეფცია. ის კვლავ ამბობს, რომ განათლების რეფორმას "განსაკუთრებული მნიშვნელობა" უნდა მიენიჭოს. 

"ყველას კარგად გვესმის, რამდენად დიდია განათლების და განათლებული საზოგადოების მნიშვნელობა. ყველაზე საშიში ქვეყნისთვის არის ისეთი საზოგადოება, რომელიც არის არასაკმარისად და უხარისხოდ განათლებული. აქედან გამომდინარე, განათლების რეფორმას ჩვენ უნდა მივანიჭოთ განსაკუთრებული მნიშვნელობა. არასაკმარისად განათლებული საზოგადოება იოლად ექვემდებარება მანიპულაციას, გარე ჩარევებს. ასეთ საზოგადოებაში იოლია სიძულვილის დათესვა, იოლია ისეთი იდეოლოგიების გავრცელება, როგორიც იყო თავის დროზე ბოლშევიზმი, ფაშიზმი და როგორიც არის დღეს თანამედროვე ლიბერალური ფაშიზმი. ამდენად, ყველა თვალსაზრისით ენიჭება ამ რეფორმას განსაკუთრებული მნიშვნელობა, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების განტმკიცების თვალსაზრისითაც", - ამბობს ის. 

ოცნების პრემიერმა ასევე განმარტა, თუ რას მოიცავს მათ მიერ შემუშავებული რეფორმის კონცეფცია:

"კონცეფცია მოიცავს რეფორმის ყველა აუცილებელ კომპონენტს, მიმართულებას – ინსტიტუციური ოპტიმიზაცია, საკადრო პოლიტიკის დახვეწა, თანამედროვე სტანდარტები, სასწავლო პროგრამების განვითარება, სახელმძღვანელოების განვითარება, უმაღლესი განათლების პრიორიტეტებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა, დაფინანსების სისტემის გაუმჯობესება. ასევე, ინფრასტრუქტურის სამინისტრო დღეიდან დაიწყებს კონცეფციის მომზადებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ეს იქნება თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რომელიც განვითარდება თბილისსა და რუსთავს შორის, ასევე ქუთაისში", - თქვა მან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია
მაჭავარიანი – 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
არასრულწლოვანი შვილიშვილი აიძულა, ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელს - მარნეულში ქალი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics