|
2025-11-27 11:31:44, 1219 ნახვა
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე დიალოგი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან უნდა გაიმართოს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, განმარტავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ლეგიტიმურად არის არჩეული ქართველი ხალხის მიერ, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. მინისტრის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება არის გრძელი პროცესი, რომელიც ვერ განხორციელდება მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით ან ერთი კონკრეტული პირის მხარდაჭერით. „საქართველოს ხელისუფლება არჩეულია ხალხის მიერ. როდესაც მარტა კოსი ან კაია კალასი ამბობს, რომ ისინი მხარს უჭერენ ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ხალხის ევროპულ პერსპექტივას და სურთ ეს ქვეყანა ევროკავშირში, და მერე ამ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას უწუნებენ კურსს ან ქმედებებს." - აღნიშნა მინისტრმა. მაკა ბოჭორიშვილი ხაზს უსვამს, რომ ქართველი ხალხი, რომლის 85%-ს სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, სწორედ ამ ხელისუფლებას ანდობს ქვეყნის განვითარების გზას. „ხალხმა აირჩია ეს ხელისუფლება. ეს ის ხალხია, რომლის 85%-ს ეს ქვეყანა ევროკავშირში უნდა რომ ნახოს. მეც მათ შორის ვარ, მათ შორის ვართ ბევრი ჩვენგანი. ჩვენ გვინდა ევროკავშირში ვნახოთ ჩვენი ქვეყანა და ამ გზას ქართველი ამომრჩეველი ანდობს ქართულ ოცნებას." - განაცხადა მინისტრმა. მინისტრის შეფასებით, ევროკავშირში გაწევრიანება ვერ მოხდება მხოლოდ ერთი კანონით ან ერთი სტანდარტის შემოღებით. „ეს ხომ გრძელი პროცესია, ვერც პოლიტიკური განცხადებებით ვერ მოხდება მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანება, ვერც მარტა კოსის განცხადება გააწევრიანებს საქართველოს ევროკავშირში და ვერც ამ პროცესს ვერ შეაჩერებს. ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი გვაქვს, და თუკი მათ მართლა სურთ რომ საქართველო ევროკავშირში იხილონ, ბუნებრივია, ისინი უნდა დასხდნენ საქართველოს ხელისუფლებასთან და ესაუბრონ ამაზე საქართველოს ხელისუფლებას." - განაცხადა მინისტრმა. „ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, პირველ რიგში, რა არის ის წინაპირობები, რა წინაპირობებსაც უყენებს ბრიუსელი ჩვენს ქვეყანას იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს. ჩვენი საზოგადოების გადასაწყვეტი უნდა იყოს, ეს პირობები მისაღებია თუ არა, ჩვენი საზოგადოება ამ ეტაპზე ამ გზას და ქვეყნის განვითარების გზას ანდობს ქართულ ოცნებას." - აღნიშნა მინისტრმა. „შესაბამისად, ყველა სხვა დანარჩენი, ვინც გარეთ მოქმედებს, ვალდებულნი არიან, რომ სწორედ ამ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ესაუბრონ იმ საკითხზე, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებაზე." - განაცხადა მინისტრმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)