|
2025-11-27 11:25:35, 2303 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი ბიზნესდაჯილდოების „საუკეთესო ფრილანსერის“ ნომინაციის ფინალისტი- გიგა მეტრეველი
დღეს, როდესაც კომპანიები ცდილობენ არ შეიზღუდონ გეოგრაფიით და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იპოვონ მათთვის იდეალური გუნდი, რეკრუტირების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა, ე.წ. growth კონსალტინგი კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდა. პანდემიის დასაწყისში არსებულმა ბაზრის მოცემულობამ პროფესიით საერთაშორისო სამართლის მცოდნე, გიგა მეტრეველს ფრილანსერობა საბოლოოდ გადააწყვეტინა. თუმცა, იმ მომენტისთვის ევროპული და ამერიკული სტარტაპების ეკოსისტემაში მუშაობის დიდი გამოცდილება უკვე ჰქონდა. „მთავარი პირობა, რამაც ეს გადაწყვეტილება მიმაღებინა, მოქნილობა იყო. არ მსურდა, კონკრეტულ პროდუქტზე ვყოფილიყავი მიბმული და 10-15 წელი ერთ ადგილას გავჩერებულიყავი. ფრილანსერობა კი იმის საშუალებას გაძლევს, შეხება გქონდეს სხვადასხვა ბიზნესმოდელთან, პროდუქტთან და სტრატეგიასთან, იმუშაო სხვადასხვა ინვესტორთან, დამფუძნებლებთან და რეალური გავლენა მოახდინო ბიზნესის მიმართულებაზე“, - გვიხსნის გიგა, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში, 30-ზე მეტ სტარტაპს დაეხმარა გაზრდა - განვითარებაში. პირველი, რასაც ახალ სტარტაპთან მუშაობისას არკვევს, ის პრობლემაა, რომლის გადაჭრასაც კომპანია ცდილობს. ასევე, უმნიშვნელოვანესია დამფუძნებლები და გუნდი, რომლებიც სტარტაპს წარმოადგენენ „დამფუძნებელს უნდა ჰქონდეს მთავარი უნარი - სწორად განსაზღვროს, რა ეტაპზე როგორი ხალხი მოიყვანოს სტარტაპში და ჩართოს სამუშაო პროცესში. თუ ამას ვერ ახერხებს, საეჭვოა სტარტაპიდან რაიმე გამოვიდეს. დამფუძნებელს, ასევე, უნდა შეეძლოს „არა“-ს თქმა და კომპრომისებზე მარტივად არ მიდიოდეს“,- ამბობს გიგა. ადამიანს, Uberall, Gorillas, revolut, Trade Republic, Solarisbank, Yilu, Gigs-სთან უმუშავია და მხოლოდ ერთი კომპანიისთვის წელიწადნახევარში 15 000 კადრის რეკრუტირება შეძლო, ნამდვილად დაეჯერება. მისი, როგორც Growth კონსულტანტის მთავარი ამოცანაა, დაეხმაროს სტარტაპებს ორგანიზაციული დიზაინის, ზრდის გეგმის შექმნასა და აღსრულებაში. მრავალფეროვანი საქმიანი პორტფელის მიუხედავად, გიგა მეტრეველისთვის თიბისი ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა კიდევ ერთი დადებითი გამოცდილება იყო. „თიბისი სტარტაპ ტექნოლოგიების განვითარებისთვის ბევრ სწორ ნაბიჯს დგამს. ჩემთვის ბიზნესდაჯილდოების კონკურსში მონაწილეობა ერთის მხრივ იყო საინტერესო ხალხთან გადაკვეთის წერტილი, მეორე მხრივ კი - იმ საქმის შესახებ ცნობადობის ამაღლება, რომელსაც ვაკეთებ“, - ამბობს გიგა, რომელსაც „საუკეთესო ფრილანსერის“ ნომინაციის ფინალისტობა და მესამე ადგილი ერგო. „საერთო ემოციური ინტელექტი დიდ როლს თამაშობს. პარტნიორმა შენიანად უნდა გიგრძნოს. უცხოელ ინვესტორებთან თუ დამსაქმებლებთან პარტნიორობა იმ მომენტიდან მოდის, როდესაც ხარ გლობალური ურთიერთობების ნაწილი. ეს არის თანამშრომლობის მთავარი საფუძველი. ამიტომ, მთავარ რჩევას, რომელსაც ჩემს სტუდენტებს ხშირად ვუმეორებ არის, ის რომ იყვნენ გლობალური ბაზრის ნაწილი - გაეცნონ მეტ ქვეყანას, კულტურას და შეინარჩუნონ ღიაობა - განსაკუთრებით კარიერის პირველ წლებში “. ეს რჩევა ზუსტად ეხმიანება თიბისი ბიზნესდაჯილდოების წლევანდელ გზავნილს: - წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)