04:31 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-24 11:24:29, 5600 ნახვა

ეკონომიკა
Cayenne Electric-ის მსოფლიო პრემიერა - პორშემ ყველა დროის ყველაზე მძლავრი სერიული ავტომობილი წარადგინა
  • საწყის ეტაპზე ხელმისაწვდომია ორი ვერსია: Cayenne Electric და Cayenne Turbo Electric
  • ტექნიკური მონაცემები: სიმძლავრე 1156 ცხენის ძალა, აჩქარება 100 კმ/სთ-მდე 2,5 წამში და მაქსიმალური სიჩქარე 260 კმ/სთ
  • დამუხტვა: სიმძლავრე 400 კვტ-მდე, 10%-დან 80%-მდე დამუხტვის დრო 16 წუთი
  • სასვლო მარაგი: 642 კილომეტრის რესურსი
  • კიდევ უფრო განვითარებული Porsche Driver Experience: Flow Display-თა და ახალი ციფრული Porsche Digital Interaction-ით
  • დიდი არჩევანი: კაიენი ხელმისაწვდომი რჩება შიგაწვისა და ჰიბრიდული ძრავებითაც

 

Porsche-ს SUV სეგმენტში, სადაც Cayenne უკვე ისტორიული წარმატების სიმბოლოა, სრულიად ახალი, ელექტრული ერა იწყება. ბრენდი ელექტრომობილების განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და მეორე სრულად ელექტრო SUV Cayenne Electric წარადგინა, რომელიც Porsche-ს პერფორმანსს თანამედროვე ტექნოლოგიებთან აერთიანებს.

საწყის ეტაპზე ორი მოდელი იქნება ხელმისაწვდომი: Cayenne Electric და Cayenne Turbo Electric, რომლებიც CO₂-ემისიას ნულოვან დონეზე ინარჩუნებს და WLTP-ის მიხედვით, ერთი დამუხტვით 623-642 კმ-მდე დაფარვას უზრუნველყოფს. ამასთანავე, Turbo ვერსია Porsche-ს ყველა დროის ყველაზე მძლავრი სერიული ავტომობილია: Launch Control-ის გამოყენებით ის 1 156 ცხენის ძალას ავითარებს და 100 კმ/სთ-მდე 2,5 წამში აჩქარდება, რაც SUV კლასში ახალი სტანდარტია, ხოლო „კაიენის“ საწყისი მოდელი Launch Control-ით 442 ცხენის ძალამდე ავითარებს და ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე 4,8 წამში ჩქარდება, მაქსიმალური სიჩქარე 230 კმ/სთ.

ელექტროკაიენი ენერგიის უკუგებაში, ანუ რეკუპერაციის თვალსაზრისითაც ტოპ-მონაცემებს გთავაზობთ: 600-კილოვატიანი რეკუპერაცია Formula E-ს ავტომობილების შესაძლებლობებს უტოლდება.

ოლივერ ბლუმე, Porsche AG-ის გენერალური დირექტორი: „Cayenne Electric პერფორმანსის ახალ განზომილებას ქმნის და SUV-სეგმენტში ისეთ სტანდარტს აწესებს, რომელიც მომავლის ტექნოლოგიების საზღვრებს მნიშვნელოვნად განავრცობს. სპორტული მემკვიდრეობა და ელექტრული დინამიკა ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს და ქმნის ავტომობილს, რომელიც ერთდროულად სპორტულიცაა და ყოველდღიური მოხმარებისთვისაც სრულყოფილი“.

მაღალ პერფორმანსს ელექტროძრავის სრულიად ახალი არქიტექტურა უზრუნველყოფს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დამუხტვის სისტემასაც: 113-კილოვატსაათიანი ბატარეა და 800-ვოლტიანი არქიტექტურა საშუალებას აძლევს ავტომობილს, 390-400 კვ სიმძლავრით დაიტენოს. ამ ტექნოლოგიით ბატარეა 10%-დან 80%-მდე 16 წუთზე ნაკლებში იმუხტება, ხოლო 300 კმ-ის გასავლელად საკმარისი ენერგია მძღოლს დაახლოებით 10 წუთში შეუძლია მიიღოს.

დიზაინის მიმართულებით Cayenne Electric ინარჩუნებს Porsche-სთვის დამახასიათებელ პროპორციებს და არა მხოლოდ ვიზუალურ დინამიკას უზრუნველყოფს, არამედ ენერგოეფექტურობასაც ზრდის.

ინტერიერი ახალი თაობის ციფრული გამოცდილებით გამოირჩევა. Porsche Driver Experience-ის განახლებული კონცეფცია Flow Display-ის დიდ OLED-პანელს აერთიანებს, რომელსაც სრულად ციფრული ხელსაწყოთა პანელი და მგზავრისთვის განკუთვნილი 14,9-დუიმიანი მონიტორი ახლავს. პირველად Cayenne-ში ინტეგრირებულია AR-Head-Up Display-იც - სისტემა, რომელიც რეალურ და ციფრულ შრეებს ერთმანეთს აკავშირებს.

ქართველ მომხმარებელს Cayenne Electric-ის შეძენა „პორშე ცენტრი თბილისში“ შეუძლია. წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია.

Porsche-ს საქართველოში ოფიციალურად „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „პორშე ცენტრი თბილისი“ წარმოადგენს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics