03:40 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 15:18:12, 487 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანიამ ევროკავშირის საელჩოს ოფისში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების გამო ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.  

როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, დავით ნარმანიამ ბელგიელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ევროპელი ხალხის გვერდით დგას. 

„ეს არის საზარელი ტერაქტი, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა და რომელიც თავისუფალი, უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ იყო მიმართლი. მოვედი აქ იმისათვის, რომ ბელგიელ ხალხს და ჩვენს მეგობრებს მივუსამძიმრო. სამძიმრის წიგნში გავაკეთე ჩანაწერი და ამით მომხდართან დაკავშირებით ჩვენი ღრმა მწუხარება გამოვხატე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics