|
2025-11-17 11:49:28, 896 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსური განათლება უნივერსიტეტებში - „საქართველოს ბანკმა“ ახალი ინიციატივის განხორციელება დაიწყო
„საქართველოს ბანკი“ ფინანსური და ეკონომიკური განათლების ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს და ნებისმიერი პროფესიის სტუდენტისთვის სწორედ ფინანსური წიგნიერების ხელმისაწვდომის გაზრდის მიზნით სხვადასხვა უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს. პირველი პარტნიორობა უკვე შედგა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან სეუსთან, რომელმაც 2025 წლის სემესტრიდან უკვე დანერგა ფინანსური განათლების კურსი, როგორც არჩევითი სასწავლო მოდული. კურსზე 20-მდე სტუდენტი დარეგისტრირდა ისეთი მიმართულებებიდან, როგორიცაა: მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის, სამართლისა და ფსიქოლოგიის პროგრამები. „ჩვენთვის, როგორც ფინანსური ინსტიტუტისთვის, განათლების და განსაკუთრებით, ფინანსური განათლების მხარდაჭერა, ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია. გვინდა, უნივერსიტეტებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ფინანსური განათლების ისეთი კურსის დანერგვაში, რომელიც როგორც უნივერსიტეტის, ასევე სტუდენტების საჭიროებებზე, ინტერესებზე და სპეციფიკაზე იქნება მორგებული. ვფიქრობთ, ფინანსური ცოდნა აუცილებელია ყველასთვის, განურჩევლად იმისა, თუ რა არის სტუდენტის ძირითადი ფაკულტეტი“,- აცხადებს ანა ხონელიძე, საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობის (CSR) მიმართულების უფროსი ბრენდ მენეჯერი. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სეუს პროფესორის, ვალერი მოსიაშვილის თქმით, სტუდენტების მხრიდან კურსისადმი ინტერესი მაღალია და მომავალ სემესტრებში კიდევ უფრო მეტი რეგისტრაცია იგეგმება. „მოხარული ვართ, რომ ახალმა კურსმა სტუდენტების ასეთი დაინტერესება გამოიწვია. მიგვაჩნია, რომ ეს პროგრამა ძალიან საჭირო და საინტერესოა ყველა სტუდენტისთვის, განურჩევლად მათი ფაკულტეტებისა. ფინანსების მართვა და სწორი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღება ხომ ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია “, - ამბობს ვალერი მოსიაშვილი. პროექტის ფარგლებში კურსის ფორმატი, ხანგრძლივობა და შინაარსი ინდივიდუალურად განისაზღვრება უნივერსიტეტის მიერ. კურსის მიმდინარეობა მოიცავს მრავალფეროვან სწავლების ფორმებს, როგორიცა: ლექციები, დისკუსიები, ქეისების ანალიზი, პროექტებზე მუშაობა და ელექტრონული სწავლება. კურსის ფორმატი დაფუძნებულია თანამშრომლობაზე, დამოუკიდებელი აზროვნების წახალისებაზე და პრაქტიკული უნარების განვითარებაზე. პროექტის შესახებ:
ინიციატივის პირველი პარტნიორი უნივერსიტეტია – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ. თუმცა, ბანკი ღიაა ახალი პარტნიორობებისთვის. თუ ხარ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ან სტუდენტი და გსურს, ფინანსური განათლების კურსი შენს უნივერსიტეტშიც დაინერგოს, დარეგისტრირდი ბმულზე და ჩვენ აუცილებლად შეგეხმიანებით.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)