|
2016-03-25 13:39:10, 606 ნახვა
საზოგადოება
„PPP მოდელის გამოყენებით, ჩვენ მივიღებთ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საავადმყოფოებს“
თბილისში სამი საავადმყოფოს მმართველობა საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელით(ანუ PPP მოდელი) განხორციელდება. საპარტნიორო ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ყველაზე მისაღები და პერსპექტიული კონსორციუმ „ალფამედიკის“ მიერ შეთავაზებული წინადადებები აღმოჩნდა. კონსორციუმში გაერთიანებულია ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიცაა FMK-ი, Keppie-ი, The Health Partnership-ი და FESP-ი. ტენდერი გულისხმობს რესპუბლიკური საავადმყოფოს, ონკოლოგიური ცენტრისა და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაცია-მოდერნიზაციას. „ალფამედიკის“ პროექტი ითვალისწინებს ნახევარი მილიარდი ლარის ინვესტიციას. მოხდება სამედიცინო პერსონალის გადამზადება და საავადმყოფოების მაღალტექნოლოგიური აღჭურვა. აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა „მემარცხენე ალიანსის” ლიდერი სოსო შატბერაშვილი: „კარგი იქნება, თუ ამ მოდელით მხოლოდ ბავშვთა ინფექციურს კი არა, ზოგადად, ინფექციურ საავადმყოფოსაც მიხედავენ. ამ მოდელის დანერგვა იქნება ხარჯთეფექტური და ვფიქრობ, უფრო რესურსეფექტურიც“. სოსო შატბერაშვილმა, ასევე, ისაუბრა საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლის არსებულ ტენდენციაზე, რადგან საქართველოში შესაბამისი დიაგნოსტიკური ცენტრები არ არსებობს: „პერსონალის გადამზადება არ არის აუცილებელი. ჩემი აზრით, კონკურსი რომ გამოაცხადონ, ბევრ კარგ კადრს მიიღებენ. ბევრი პაციენტი საზღვარგარეთ მიდის, რადგან აქ არ არის კვალიფიციური დიაგნოსტიკური ცენტრები. ძალიან კარგია, აქაც თუ იქნება ისეთი საავადმყოფო, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით. ქართველ პაციენტს არ უნდა მოუნდეს საზღვარგარეთ წასვალა.პირიქით, აქეთ უნდა ჩამოვიდნენ. მე მახსოვს, აკადემიკოს სიმონ ხეჩინაშვილთან რამდენი უცხოელი პაციენტი ჩამოდიოდა და იკეთებდა ყურის დაფის აპკის უნიკალურ ოპერაციას“, – აღნიშნა სოსო შატბერაშვილმა. „ახალი მემარჯვენეების“ წევრი მანანა ნაჭყებია გამოეხმაურა ამ საკითხს. მისი თქმით ამგვარი მოდელის დანერგვა პირველ რიგში სახელმწიფოს თანხების დაზოგვას შეუწყობს ხელს. „ხარჯთეფექტურობის თვალსაზრისით, ჩვენთვის ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძლება იყოს. როდესაც ხაზს ვუსვამთ იმ ფაქტს, რომ საქართველოსთვის ამ ეტაპზე საყოველთაო დაზღვევის პროგრამა მნიშვნელოვანი იყო, იმასაც ვგულისხმობთ, რომ ამ პროგრამის ტრანსფორმირება აუცილებელია. სოციალურად მძიმე პირობებში მყოფი ხალხისთვის ეს კარგი გამოსავალია, მაგრამ სახელმწიფოს ძალიან დიდი დანახარჯები აქვს. რთულია, როდესაც ურთიერთობ მხოლოდ კერძო კომპანიებთან. სახელმწიფოსგან გამოყოფილი თანხების ხარჯზე, მათ რაც შეიძლება, მეტი მოგების მიღება სურთ. ამას ჯანდაცვის სამინისტროც აცნობიერებს. ამიტომ ერთობლივი თანამშრომლობის ფორმა მისაღებია. სახელმწიფოს გარკვეულწილად შეუძლია, გააკონტროლოს საკუთარი თანხები და თავის მხრივ, არც კერძო კომპანია გასწევს არამიზანმიმართულ ხარჯებს.“ ტენდერი შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ონკოლოგიურ ცენტრსა და ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოს. მანანა ნაჭყებიამ ისაუბრა იმ შედეგებზე, რასაც აღნიშნული მოდელით მართვა მოუტანს ამ საავადმყოფოებს: „საქართველოს ჯანდაცვის სისტემას დღეს აკლია მაღალი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის საავადმყოფოები.ისინი ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ. უკვე გაჩნდა რამდენიმე საავადმყოფო, სადაც მაღალი ტექნოლოგიებია დიაგნოსტიკის სფეროში, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მკურნალობა უნდა ხდებოდეს მაღალი ტექნოლოგიების პირობებში და მედიკამენტებიც მაღალი ხარისხის უნდა იყოს. ნახევარი მილიარდი მცირე ინვესტიცია არ არის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინვესტიცია სწორედ ამ სფეროში განხორციელდება. თუ სწორად წარიმართა ეს თანხა, ჩვენ მივიღებთ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საავადმყოფოებს. ვნახოთ, პრაქტიკა რას გვიჩვენებს,“ – განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)