18:24 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-08 11:43:04, 1135 ნახვა

სამართალი
პოლიციამ თბილისში ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარისა და იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ზ.დ. დააკავეს.

მას ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარა, იძულება და ნარკოტიკული საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზ.დ.-მ, მეგობარ ქალს -  1992 წელს დაბადებულ თ.წ.-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასზე ფიზიკურად იძალადა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ზ.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულის პირადი, საცხოვრებელი სახლისა და ავტოფარეხის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ", ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, მჭიდი და 5 ვაზნა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-პრიმა 150-ე მუხლით, 11-პრიმა 151-ე მუხლით, 260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics