|
2025-11-04 15:44:14, 743 ნახვა
ეკონომიკა
8 მონაწილე 7 გამოწვევა - საქართველოს ბანკის YouTube რეალითი შოუ “კრეატორის“ მეორე ეპიზოდი დაიდო
საქართველოს ბანკი ქართველი კრეატორების მხარდასაჭერად პირველ, მასშტაბურ YouTube რეალითი შოუს “კრეატორს” ახორციელებს. ინიციატივის მიზანი, საქართველოში YouTube სივრცის განვითარების ხელშეწყობა, ეკოსისტემის გაძლიერება და კონტენტ კრეატორების მხარდაჭერაა. პროექტზე განაცხადების მიღება სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და მასში მონაწილეობის სურვილი 500-ზე მეტმა დამწყებმა კრეატორმა გამოთქვა. ჟიურის წევრებმა უკვე შეარჩიეს 25-მდე კონკურსანტი, რომელთაგან პირველ ეტაპზე 8 მონაწილე გადავიდა. ახალი ეპიზოდი უკვე დაიდო, სადაც გაიგებთ რა დავალებას აძლევს ჟიური პირველ 8 მონაწილეს. თვალი ადევნეთ Creator-ს საქართველოს ბანკის ახალ YouTube არხზე - არ გაჩერდე. ახალ ეპიზოდში „კრეატორის“ მონაწილეებს მენტორობას უწევს იუთუბერი ბასტო, რომელიც მათ რჩევებს აძლევს და ეხმარება პირველი დავალების შესრულებაში, რაც არის გაცნობითი ხასიათის ვიდეოს გადაღება. კონკურსის მონაწილეებმა უნდა გადაიღონ ვიდეო, სადაც საკუთარ თავს გააცნობენ ჟიურის და მაყურებელს. შესრულებულ დავალებას უკვე რეალითი შოუს შემდეგ ეპიზოდში შეაფასებს ჟიური: ნიკა კაკოიშვილი (კაკო), დათო ალავიძე (ჰიტა) და მახარა (საეჭვო კაცი). შეგახსენებთ, “კრეატორის” მონაწილეები 7 ტურის განმავლობაში შეასრულებენ მენტორებისგან მიღებულ საკონკურსო დავალებებს. ყოველი ეტაპის შემდეგ, ჟიურის შეფასებების საფუძველზე, პროექტს ერთი მონაწილე დატოვებს. ასევე, ნახევარფინალიდან მონაწილეები შეფასებისას მიიღებენ ხალხის/ მაყურებლის ხმას და ყურადღება მიექცევა მონაწილეების ვიდეოების ნახვებსა და ლაიქებს. „კრეატორის” გამარჯვებული საქართველოს ბანკისგან მიიღებს ფულად პრიზს, 20 000 ლარის ოდენობით.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)