|
2025-11-03 13:19:06, 790 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი: ქალბატონ აზასთან დაკავშირებით პასუხი მოსთხოვეთ ევროკავშირის ელჩს
ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაკავებულ 71 წლის აზა ჩილაჩავასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ევროპელი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ამ კონტექსტში ის ახსენებს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ევროკომისიის პრესსპიკერს და ევროკავშირის ელჩს. "საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს სამართლიანად და ჰუმანურად, მათ შორის თქვენ ნახეთ, რომ ერთი - ხელისუფლება ვერ დაუშვებს, რომ 50-მა ადამიანმა საკუთარი ნება მოახვიოს მილიონ-ნახევრიან ქალაქს და ხედავთ, უკმაყოფილებას, რომელიც საზოგადოებაში არის ამ უშინაარსო ქმედებების მიმართ, რადიკალიზმის მიმართ, რომლის მთავარი მომენტი იყო 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის შტურმი და იგივე ხალხი, ახლა ცდილობს, კიდევ ერთხელ იმავე წრეზე წასვლას, რომელიც ბოლოს რომელიმე შენობის შტურმით უნდა დამთავრდეს და ამის ნაწილია ეს ყველაფერი, ასე რომ, ხელისუფლება მოქმედებს - სამართლიანად და ჰუმანურად. რაც შეეხება პასუხისმგებლობას - პირველი რეაგირება, რაც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს, თქვენ, როგორც მედიას, მიწეროთ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც აქ ჩამოვიდა, მოტყუებით, თითქოს ხელისუფლებასთან შეხვედრები უნდოდა, მერე რაღაც ამ შეხვედრის შემდეგ გავიდა და გადაკეტა რუსთაველის გამზირი, მონაწილეობდა ამ ყველაფერში, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე... მონაწილეობა მიიღო, ექსტრემისტებს ესაუბრა და შეგახსენებთ, რომ ის მივიდა იქ, მეყანიწიშვილია, თუ არ ვცდები, ეს ქალბატონი, მის მიმართ მიმდინარეობს ახლა სისხლის სამართლის საქმე. ამით მოიწონა რუსთაველის გადაკეტვა, მოიწონა რადიკალები და შეაგულიანა, რომ ხვალაც, ზეგაც, მაზეგაც გადაკეტეთ რუსთაველის გამზირიო. ზუსტად მისი დამსახურებაა, რომ 71 წლის ადამიანი, ამ ტალღას მიყოლილი, რომ ნახა, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მხარს უჭერს, ამით შეგულიანებულმა, სავარაუდოდ, მონაწილეობა მიიღო გზის გადაკეტვაში, რაზეც შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობაა. ასე რომ, პასუხისმგებელი, მორალური პასუხისმგებლობა ამაზე და პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის - ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე, ევროკავშირის ელჩზე, რომელსაც ხმა არ ამოუღია 4 ოქტომბრის შტურმზე, ერთი სიტყვით არ დაუგმია 4 ოქტომბრის შტურმი ევროკავშირის ელჩს და იწონებენ, სოლიდარობას უცხადებენ რადიკალებს. პასუხისმგებლობა არის ევროკომისიის პრესსპიკერზე, რომელმაც სოლიდარობა გამოუცხადა რადიკალებს, 50 ადამიანს, რომლებიც ქუჩას კეტავენ და ამის შედეგია, რომ ადამიანები შემდეგ მიჰყვებიან მათ შეგულიანებას, მოწოდებას და მონაწილეობას იღებენ კანონდარღვევაში. ასე რომ, პასუხი მოსთხოვეთ ევროკავშირის ელჩს ქალბატონ აზასთან დაკავშირებით", - ამბობს ის.
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ხარკოვში 22 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევში - ოთხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)