06:49 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-31 11:39:15, 1205 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 31 ოქტომბერს eCommerce Day Georgia 2025 გაიმართება

31 ოქტომბერს თბილისი ელექტრონული კომერციის სექტორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას — eCommerce Day Georgia 2025-ს უმასპინძლებს. კონფერენცია Sheraton Grand Metechi Palace-ში გაიმართება.

ღონისძიება მესამე წელია, ხორციელდება და იგი საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებს ელექტრონული კომერციის სფეროში მიმდინარე ცვლილებებსა და ტენდენციებზე სასაუბროდ აერთიანებს.  

კონფერენციის მონაწილეები გაეცნობიან მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ექსპერტების ხედვებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტის როლი ონლაინ-ვაჭრობის ტრანსფორმაციაში, სოციალური და ლაივ კომერციის სწრაფი ზრდა, მომხმარებელთა ქცევის ცვლილება და ციფრული პლატფორმების განვითარება.

სპიკერებს შორის იქნებიან:

  • Amazon Web Services, Google Cloud, VISA, Glovo, Avianca და სხვა წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლები.  ასევე, ქართული ბაზრის ისეთი წარმატებული მოთამაშეები, როგორებიც არიან:  საქართველოს ბანკი, თეგეტა ჰოლდინგი, Storera, Web Features, MELO Delivery, CityPay.io და სხვები.

კონფერენციაზე სცენა დაეთმობა ორ პანელურ დისკუსიას:

  • ელ. კომერცია ქმედებაში: როგორ აყალიბებენ ადგილობრივი ბრენდები ციფრულ მომავალს;
  • რეალური წარმატების ისტორიები: ხელოვნური ინტელექტის გავლენა საცალო ვაჭრობასა და ელექტრონულ კომერციაზე.

გარდა ამისა, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა,  Amazon Web Services-ის, Storera-ს და CityPay.io-ს დემო ლაივ სესიებს დაესწრონ  და პრაქტიკული გამოცდილება მათთვის საინტერესო მიმართულებით მიიღონ.

ღონისძიების მთავარი პარტნიორი: საქართველოს ბანკი ბიზნესი

ინოვაციების პარტნიორი: Visa

პარტნიორები: AWS,  Aversi, Delivo, Google Cloud; Glovo, BDO Digital, Tech School / IE, Web Features, Elite, Acer, Cellfie, MELO Delivery, Dasta Records Management, Tegeta Holding, CityPay.io Georgia, Tether, Johnnie Walker, Wolt, Creatio, TASS vision, Quissly, Mazeg, Roaspig, Storera, Coincasa, Horsetours, Hamo Concept, Azintelecom

ბილეთების შესაძენად და დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ Biletebi.ge-ის ვებგვერდი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics