|
2025-10-30 13:51:06, 788 ნახვა
ეკონომიკა
,კეიპაქსი’’ - სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
,,კეიპაქსი’’ — სარეკლამო კომპანიაა, რომელიც ქართული ბიზნესებისთვის ქმნის ისეთ ბრენდირებულ პროდუქტებს, რომლებიც ორიგინალურობითა და ხარისხით გამოირჩევა. „კომპანიის მიზანია, ბიზნესს მისცეს შესაძლებლობა, საკუთარი ბრენდი ხელშესახები, სასარგებლო და დასამახსოვრებელი ნივთებით გააცოცხლოს“, - ,,კეიპაქსის’’ თანადამფუძნებელი, ირაკლი ცქიტიშვილი. კომპანიის ისტორია 2018 წლიდან იწყება. ირაკლი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ამ სფეროში, აგროვებდა გამოცდილებას სხვადასხვა კომპანიის გუნდში და მკაფიოდ ხედავდა, რა აკლდა ბაზარს — მოქნილობა, გამბედაობა და ინდივიდუალიზმი. სწორედ ამ ხედვის გაზიარებით შეიქმნა ,,კეიპაქსი’’. „თეონა ალთუნაშვილი ჩემი კოლეგა იყო. როდესაც მივხვდით, რომ ორივეს ერთი სურვილი და ხედვა გვქონდა, ერთად გადავწყვიტეთ ,,კეიპაქსის’’ დაფუძნება. მაშინაც და დღესაც, ბრენდის მისია უცვლელია: ბრენდირებულ პროდუქტებში უნდა იგრძნობოდეს ბრენდის ხასიათი“. კომპანიის სერვისი სრულ ციკლს მოიცავს - პროდუქციის მოძიებიდან და იმპორტიდან ბრენდირებამდე. ნივთებს ,,კეიპაქსი’’ ჩინეთიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და თურქეთიდან იღებს, შემდეგ კი ქართული ბრენდებისთვის აქცევს პერსონალიზებულ, სტანდარტებზე მორგებულ პროდუქტად. კონკურენცია ამ ბაზარზე მაღალია, თუმცა ,,კეიპაქსი’’ მომხმარებლებს, ერთი მხრივ, სთავაზობს ფართო კატალოგს, მეორე მხრივ კი, ჩინეთში პარტნიორ ქარხნებთან ამზადებს სრულიად ახალ, custom made დიზაინს. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიას შეუძლია ბრენდთან ერთად შექმნას პროდუქტი, რომელიც არავის აქვს - ფორმით, ფერით, ფუნქციითა და დეტალებით განსხვავებული. ,,კეიპაქსმა’’ პირველი წელი საკუთარი ფინანსური რესურსებით დაიწყო, მაგრამ უკვე 2019 წელს დადგა საჭიროება, დამატებითი სახსრები მოეძიებინათ. „თიბისის როლი ძალიან დიდია ,,კეიპაქსის’’ განვითარების გზაზე. ჩვენი მომხმარებლებისგან სრულ საავანსო ანგარიშსწორებას არ ვითხოვთ, ამიტომ 2019-ში თიბისის მივმართეთ, საკრედიტო ხაზის მოთხოვნით, მეტი ფინანსური მოქნილობისთვის. თიბისი პირველივე ცდაზე დაგვთანხმდა და საკრედიტო ხაზი გამოგვიყო. 7 წელია, თიბისითან ვთანამშრომლობთ, რაც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ჩვენი კომპანიის შეუფერხებელ მუშაობაში”, - ამბობს ირაკლი. ,,კეიპაქსის’’ გამორჩეულობა ბაზარზე მხოლოდ მიწოდების არეალსა და ფასების მოქნილობას არ ეფუძნება. აქ, ერთდროულად სამი ფაქტორი იყრის თავს: ფართო არჩევანი, ხარისხის კონტროლი და კრეატიული ბრენდირება.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)