|
2025-10-30 11:33:30, 786 ნახვა
პოლიტიკა
ტრამპი სი ძინპინს შეხვდა, ისაუბრეს უკრაინის საკითხზეც
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შორის სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტმა შეაფასა, როგორც "საოცარი". დონალდ ტრამპის თქმით, სი ძინპინი "დიდი ლიდერია". შეხვედრის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ სი ძინპინთან შეთანხმდა, რომ ამ მიმართულებით "ერთად იმუშავებენ". "უკრაინაზე ერთად ვიმუშავებთ, ვთანხმდებით, რომ მხარეები ბრძოლაში არიან ჩართულნი და ვფიქრობ, ზოგჯერ მათ ბრძოლის უფლება უნდა მისცე. თუმცა, უკრაინასთან დაკავშირებით ერთად ვიმუშავებთ", - თქვა დონალდ ტრამპმა. დონალდ ტრაპმა ასევე თქვა, რომ აშშ დაუყოვნებლივ შემაცირებს ტარიფებს ყველა ჩინურ საქონელზე, რომლებიც მანამდე დაწესდა ფენტანილის ქიმიური ინგრედიენტების შემოდინების საპასუხოდ. ამ თემაზე შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, კერძოდ, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები 47%-მდე შეამცირა. ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ გადაწყდა იშვიათი მინერალების ვაჭრობის საკითხი, თუმცა არ დააზუსტა დეტალები. დონალდ ტრამპმა ასევე თქვა, რომ ახლა "შესაფერისი" დროა, აშშ-მა ბირთვული იარაღის ტესტირება განიხილოს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გეგმავს ჩინეთში ვიზიტს - 2026 წლის აპრილში, ამ ვიზიტის შემდეგ კი ვაშინგტონს სი ძინპინი ეწვევა.
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ხარკოვში 22 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევში - ოთხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)