18:11 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-30 00:30:08, 1143 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძის თქმით, გახარიას პარტიამ პარლამენტში შესვლით აკრძალვისგან "თავი გადაირჩინა"

ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გიორგი გახარიას პარტიამ საქართველოში პარლამენტში შესვლით "გადაირჩინა თავი სამართლებრივად სარჩელში მონაწილეობისგან".

ეს განცხადება მან სამთავრობო, პროპაგანდისტულ TV იმედთან ინტერვიუში გააკეთა.

კობახიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გიორგი გახარიას პარტია უარს იტყოდა საპარლამენტო მანდატებზე - "აუცილებლად იქნებოდა სარჩელის ნაწილი".

"მთავარი არის პარლამენტი, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობა თავისი არსით არის ადმინისტრაციული დონის ხელისუფლება და პოლიტიკური დონის ხელისუფლება არის პარლამენტი. ამიტომ, პოლიტიკური პროცესისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საპარლამენტო მანდატებით სარგებლობას. რაც შეეხება გახარიას, მათ რომ უარი ეთქვათ საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, ან თუნდაც ის მდგომარეობა რომ შეენარჩუნებინათ, რაც მანამდე იყო - როდესაც თან იყვნენ შემოსული და თან არა, ამ შემთხვევაში, ეს პარტია აუცილებლად იქნებოდა ამ სარჩელის ნაწილი. რეალურად, პარლამენტში შემოსვლით მათ გადაირჩინეს თავი სამართლებრივად ამ სარჩელში მონაწილეობისგან. ეს იყო მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი. მათ მიმართ ბრალდების მთავარი საყრდენი იქნებოდა საბოტაჟი და ბოლო მომენტში მათ უარი თქვეს საბოტაჟზე. ამით გადაირჩინეს სამართლებრივად თავი ამ პროცედურაში მონაწილეობისგან", - თქვა კობახიძემ. 

ქართულ ოცნებას პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს.

პარტიები, რომლებსაც აკრძალვას უპირებენ:

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • კოალიცია ცვლილებისთვის - შალვა პაპუაშვილმა დააზუსტა, რომ საუბარია კონკრეტულად პარტია ახალზე
  • ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics