20:04 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-24 10:33:54, 914 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ბათუმში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ორი პირის მიმართ ჩადენილი  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით  წარსულში  სხვადასხვა დანაშაულებისთვის ნასამართლევი სამი პირი: 1983  წელს დაბადებული ი.დ.,  1983 წელს დაბადებული ო.ჯ.  და  1984 წელს დაბადებული ხ.ა. დააკავეს.

დანაშაულები  13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულის სახით დაკავებულმა  ი.დ. - მ  და ო.ჯ. - მ  მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, მამა-შვილს: 1982 წელს დაბადებულ მ.ფ.-ს  და  2005 წელს დაბადებულ გ.ფ.- ს ცივი იარაღის გამოყენებით  სხეულის სხვადასხვა არეში  ჯანმრთელობის დაზიანებები  მიაყენეს.  ხოლო ხ.ა.  ამავე დაპირისპირებისას, დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,   პოლიციამ  დანაშაულში მონაწილე პირები ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics