|
2025-10-22 19:20:04, 751 ნახვა
პოლიტიკა
საია: ვენეციის კომისიამ სტრასბურგში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 2025 წლის 15 ოქტომბერს ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა. საიას ცნობით, ვენეციის კომისიამ უკვე შეაფასა გამჭირვალობის შესახებ საქართველოს კანონი და დაადგინა, რომ არსებული რეგულაციები შეუსაბამოა დემოკრატიული საზოგადოებისთვის. "2025 წლის 15 ოქტომბერს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსული კანონის საქმეზე (Georgian Young Lawyers’ Association and Others v. Georgia, app. no. 31069/24) წარადგინა მესამე მხარის წერილობითი პოზიცია (amicus curiae). დოკუმენტში ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ მან უკვე შეაფასა "გამჭირვალობის შესახებ საქართველოს კანონი“ (რუსული კანონი) და დაადგინა, რომ არსებული რეგულაციები შეუსაბამოა დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ვენეციის კომისიის შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაზე დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს მკაფიოდ და მკაცრად განსაზღვრული. ასევე, შეზღუდვა უნდა ითვალისწინებდეს ბოროტად გამოყენებისგან დაცვის ეფექტიან მექანიზმებს, რათა ბოროტად არ იქნეს გამოყენებული ორგანიზაციების სტიგმატიზაციის ან მარგინალიზაციის მიზნით მათი დაფინანსების წყაროების ან აღქმული პოლიტიკური პოზიციის საფუძველზე. სადავო კანონი არ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, ვინაიდან მასში მოცემული ტერმინები "უცხოური ძალა“ და "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ ფართო და ბუნდოვანია, ხოლო იუსტიციის სამინისტროს ენიჭება გადაჭარბებული დისკრეციული უფლებამოსილება - მოითხოვოს პირადი მონაცემების გამჟღავნება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ გამჭვირვალობა თავისთავად არ წარმოადგენს ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის კანონიერ საფუძველს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით. სამართლებრივი შეზღუდვები მხოლოდ ისეთ კონკრეტულ საზოგადოებრივ ინტერესებს უნდა უკავშირდებოდეს, როგორიცაა: ეროვნული უსაფრთხოება, საზოგადოებრივი წესრიგი ან დანაშაულის პრევენცია. მიუხედავად იმისა, რომ გამჭვირვალობა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ემსახურებოდეს ამ მიზნებს, სადავო კანონი არ ამყარებს კონკრეტულ კავშირს ამ მიზნებთან. შესაბამისად, მხოლოდ გამჭვირვალობის გაზრდა ვერ ამართლებს ფუნდამენტური უფლებების განურჩეველ შეზღუდვას. მეორეს მხრივ კი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა ძირს უთხრის დემოკრატიულ დისკურსსა და პლურალიზმს. ასევე, ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ კანონი შეუსაბამოა პროპორციულობის პრინციპთან, ვინაიდან, საფრთხეს უქმნის განსაკუთრებით პატარა ორგანიზაციების ფინანსურ მდგრადობას. იმ შემთხვევაში, თუკი მოქმედი წესები ვერ აღწევენ კანონით გათვალისწინებულ მიზანს, მაშინ ისინი უნდა გაუმჯობესდეს და უკვე არსებული კანონების პარალელურად არ უნდა იქნეს მიღებული დამატებითი ახალი შემზღუდავი აქტები. ინდივიდუალურად და მითუმეტეს, ერთიანად აღებული, ზემოაღნიშნული ნორმები აწესებენ ფართო და ერთმანეთთან გადაჯაჭვულ ვალდებულებებს, რომლებიც მკაცრი პასუხისმგებლობის მექანიზმებთან ერთად არაპროპორციულად ამძიმებენ იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დაკავებულნი არიან დემოკრატიული ზედამხედველობითა და უფლებათა დაცვის საქმიანობით. ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნით, აღნიშნული კანონებით შექმნილი რთული სამართლებრივი ჩარჩო არღვევს სამართლებრივი სიცხადისა და აუცილებლობის პრინციპებს, აძლევს ხელისუფლებას გადაჭარბებულ დისკრეციულ ძალაუფლებას, რაც შეუსაბამოა დემოკრატიული საზოგადოებისათვის", - აცხადებენ საია-ში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)