|
2025-10-21 12:53:24, 840 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკსა“ და „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
„საქართველოს ბანკი“ პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, საქართველოს ბანკსა და დეველოპერულ კომპანია „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ერეკლე ვაშაყმაძემ და „ქრონომეტრის“ გენერალურმა დირექტორმა დავით გულორდავამ მოაწერეს. პროექტის ჯამური ღირებულება 28 მლნ დოლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ფინანსური ინვესტიცია კი 16.4 მლნ დოლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში ლისზე, 4,558 კვ.მ ფართობზე მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ბიზნეს ცენტრსა და საცხოვრებელ სივრცეებს გააერთიანებს. „ქრონომეტრი დეველოპერული კომპანიაა, რომელსაც ზურგს უმაგრებს ჯგუფში შემავალი სამშენებლო კომპანია „დაგი“. არაერთი უკვე განხორციელებული დეველოპერული პროექტის შემდეგ, დღეს, ახლებური ხედვით და ახალი ბრენდით - ქრონომეტრით შემოვდივართ დეველოპერულ ბაზარზე. მთელი ქვეყნის მასშტაბით „დაგის“ 20 წლის განმავლობაში 600-ზე მეტი კომერციული თუ ინფრასტრუქტურული პროექტი აქვს განხორციელებული. სწორედ ამ ცოდნით, გამოცდილებით და თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით ვახორციელებთ ახალ ბიზნესკლასის მულტიფუნქციური პროექტს ლისზე. მომხმარებლებს ვთავაზობთ მოქნილ და დინამიკურ საცხოვრებელ და სამუშაო სივრცეებს. ჩვენს ჯგუფში შემავალ კომპანიებს საქართველოს ბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. მოხარულები ვართ, რომ ეს პარტნიორობა გრძელდება და საქართველოს ბანკი ჩვენი ბიზნესის დეველოპერული მიმართულებით განვითარებასა და გაძლიერებაში აქტიურად გვიწყობს ხელს. დღეს გაფორმებული მემორანდუმიც ამის დასტურია. ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ კიდევ არაერთ პროექტს განვახორციელებთ ერთობლივად“, - განაცხადა ქრონომეტრის დირექტორმა, დავით გულორდავამ. „საქართველოს ბანკსა და „დაგი ჯგუფს“ შორის მრავალწლიანი თანამშრომლობა ნდობასა და საერთო ხედვაზეა დაფუძნებული. „ქრონომეტრთან“ დღეს გაფორმებული მემორანდუმი ამ პარტნიორობის ახალ ეტაპს წარმოადგენს. აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ მომხმარებლებისთვისაც, რადგან მათ ეძლევათ შესაძლებლობა მარტივად და ხელსაყრელი პირობებით შეიძინონ საცხოვრებელი თანამედროვე, მულტიფუნქციურ კომპლექსში. საქართველოს ბანკი რჩება ბიზნესისთვის საიმედო პარტნიორად და აქტიურად აგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც მომხმარებლებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის“, - განაცხადა ერეკლე ვაშაყმაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)