20:55 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-17 22:19:00, 1091 ნახვა

სამართალი
ირინე იმერლიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლო ვადაზე ადრე დატოვა

"საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინე იმერლიშვილს, საკუთარი განცხადების საფუძველზე, ვადაზე ადრე შეუწყდა უფლებამოსილება", - შესაბამისი განცხადება საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

ირინე იმერლიშვილის ბოლო, 2024 წელის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მის საკუთრებაშია თბილისში ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე ბინა, რომელშიც ნასყიდობის გზით 229,31 ლარი აქვს გადახდილი. როგორც შენიშვნაშია მითითებული, აღნიშნული ბინა საქართველოს ბანკს იპოთეკით აქვს დატვირთული.

რაც შეეხება ხელფასს, მას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მუშაობისას, 2023 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული აქვს 122581,86 ლარი. ასევე 2023 წელს, ხელფასის სახით მას აღებული აქვს 4777,77 ლარი შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, როგორც აფელირებულ ასოცირებულ პროფესორს.

მას ასევე უფიქსირდება სამომხმარებლო სესხი საქართველოს ბანკში, 165552,75 ლარის ოდენობით. ასევე იპოთეკური სესხი, 228580,17 ლარი აქვს აღებული ბინის საყიდლად და 2024 წელს იპოთეკური სესხის მომსახურებაში გადახდილი აქვს 7667.49 ლარი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics