20:54 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-15 15:28:38, 1214 ნახვა

სამართალი
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 64 წლის კაცის შვილი ამბობს, რომ მამამისმა ცალი თვალიდან მხედველობა დაკარგა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული 64 წლის კონსტანტინე კოკაიას შვილი, ნინი კოკაია, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ადვოკატის ინფორმაციით, მამამისმა ცალი თვალიდან მხედველობა დაკარგა.

ნინი კოკაიას თქმით, 4 ოქტომბრის ღამეს მამამისს აქციაზე ე.წ. წიწაკის სპრეი შეესხა, რამაც მხედველობის გაუარესება გამოიწვია, თუმცა იმედი ჰქონდათ, რომ ეს პრობლემა დროთა განმავლობაში მოგვარდებოდა:

„სასწრაფოც გვყავდა გამოძახებული მაშინ. გვეგონა, რომ პრობლემა დროებითი იყო, თუმცა დღეს იყო მამასთან შესული ადვოკატი და ციხიდან გამოსვლის შემდეგ შეგვატყობინა, რომ მამამ ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. მამამ უთხრა, რომ ცალი თვალიდან ვეღარ ხედავს“.

ნინი კოკაიას თქმით, ციხეში მამამისის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, - მას გულზე ოპერაცია აქვს გადატანილი, - თუმცა მასთან ექიმი ამ დრომდე არ შესულა:

„უკვე რამდენიმე დღეა, მამა ამბობს, რომ აქვს უჰაერობა, თავის ტკივილი, მაღალი წნევა, მარცხენა მხარე, ხელ-ფეხი გაბუჟებული აქვს. მამას ხუთი სტენტი აქვს გულში, მაგრამ ამ დრომდე მასთან ექიმი არ შესულა, არც გამოკვლევაზე გადაუყვანიათ. ახლა ამას მხედველობის პრობლემაც დაემატა“, - ამბობს ნინი კოკაია და ითხოვს, რომ მამამისთან შესაბამისი პროფილის ექიმები შევიდნენ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლონ.

კონსტანტინე კოკაია სამართალდამცავებმა 9 ოქტომბერს დააკავეს. მას გამოძიება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 64 წლის კაცს 9 წლამდე პატიმრობა ელის.

კონსტანტინე კოკაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics