|
2025-10-15 13:37:28, 718 ნახვა
პოლიტიკა
ჩერგოლეიშვილი - დარწმუნებული ვარ, ბაჩო ახალაია იყო 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ჩართული
სასამართლოს მოწმედ ვერანაირად ვერ გამოვადგები, რადგან მოწმის სამართლებრივ სტანდარტს არ ვაკმაყოფილებ. მოწმე რომ იყო, საკუთარი თვალით უნდა გქონდეს ფაქტი ნანახი, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებულ განცხადებაზე, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება. ჩერგოლეიშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ ბაჩო ახალაია 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ჩართული იყო, თუმცა ამ ყველაფერზე საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით საუბრობს. „ზუსტად ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი. ზუსტად ვიცი, რომ მამუკა ხაზარაძე უკვეთავდა მთელი ამ ხნის განმავლობაში „ტვ პირველს“ პოლიტიკურ დღის წესრიგს. ზუსტად ვიცი, რომ მზია ამაღლობელის საქმე და მისი სასჯელი არის პოლიტიკური წნეხის ქვეშ გაკეთებული, მაგრამ სასამართლოში მოწმედ ვერავის გამოვადგები, რადგან იმისთვის რომ მოწმე იყო, საკუთარი თვალით უნდა გქონდეს ფაქტი ნანახი. როგორც პოლიტიკოსი, ყოველთვის ვამხელ იმ მავნებლებს, რომლებიც ისეთ ავანტიურაში ჩაითრევენ ქვეყანას, რაც 4 ოქტომბერს სცადეს. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩემს სიმართლეში, რომ ბაჩო ახალაია იყო ამ ყველაფერში ჩართული, უბრალოდ, ეს ყველაფერი მე ვიცი საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით. პირველ რიგში, ლევან ხაბეიშვილის, თინა ბოკუჩავას, რაც მთავარია, ანი ნადარეიშვილის, ბურჭულაძის საჯარო განცხადებებიდან ნებისმიერი გონიერი, საქმეში ჩახედული, პროფესიონალი ჟურნალისტი ან პოლიტიკოსი იგივეს მიხვდებოდა და ეს არ იქნებოდა საერთოდ ჩემი სათქმელი. ამაზე იქნებოდა საჯაროდ საუბარი, ჩვენ რომ გვყავდეს თავისუფალი მედია, რომელიც დონორის დაკვეთის შესრულების ნაცვლად, სიმართლის გამოძიებით არის დაკავებული“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა. ჩერგოლეიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით – თინა ბოკუჩავას, ლევან ხაბეიშვილის, ანი ნადარეიშვილის, პაატა ბურჭულაძის საჯარო განცხადებების და ამ განცხადებებზე გაკეთებული კომენტარების საფუძველზე. „ვინც არ არის სულელი, ამას ყველა მიხვდება. მართალი რომ ვარ, ეს იცის ყველამ, ვინც ამ საქმესთან შეხებაში ყოფილა“, – აღნიშნა თამარ ჩერგოლეიშვილმა. კითხვაზე, „ბაჩო ახალაიას სახლში მიმდინარეობდა დაგეგმარება?“, – ჩერგოლეიშვილის თქმით, აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ასე იყო, თუმცა ამის მოწმედ ვერ გამოდგება. „ყველამ იფიქრეთ თქვენით, რა განცხადებებზე დაყრდნობით მაქვს ეს მოსაზრება. ზუსტად ვიცი, რომ ირინა სარიშვილი იგორ გიორგაძის რუსეთის სპეცსამსახურებზე მუშაობდა, მაგრამ ქვეყნის ღალატის საქმეში მას მოწმედ ვერ დავუდგები“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს, ჩერგოლეიშვილის განმარტებით, დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი საქმის კურსში იყო. „ის, რომ ამ ყველაფერს გაემიჯნა, ზუსტად მაგ შიშით არის განპირობებული, რომ ბაჩო ახალაიას დაუკავშირდა ეს ყველაფერი. გაემიჯნა ამ ყველაფერს. ცოტა ხანში ბაჩო ახალაიასაც გაემიჯნება. წაიკითხეთ მისი პოსტები, წაიკითხეთ თინა ბოკუჩავას პოსტი, როგორ ეხვეწებოდა, რომ 4 ოქტომბრის ნაცვლად, მხარი მისი „აჯენდისთვის“ დაეჭირათ და მერე უყურეთ, სააკაშვილი რას აკეთებდა. ან ახლა ან არასდროს და ა.შ.“, – აღნიშნა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)