|
2025-10-14 14:42:33, 1106 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - როდესაც ვერ იკრიბები სათანადო რაოდენობით, კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე
როდესაც ვერ იკრიბები სათანადო რაოდენობით, კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე, - ამის შესახებ ივანიშვილის პარტიის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მან აღნიშნა, რომ ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და საზოგადოების მოთხოვნა აისახება კანონში. „ჩვენ არაფერი არ გვაწუხებს, მთელი საზოგადოებაა შეწუხებული, მათ შორის, 1 100 000-ზე მეტი ადამიანი, რომელმაც მხარი დაგვიჭირა ამ არჩევნებზე. საზოგადოება არის ძალიან შეწუხებული იმით, რომ 50 კაცი ძალადობს მილიონიბით ადამიანზე ჩვენს ქვეყანაში, ძალადობს მის ეკონომიკაზე. პროტესტი უნდა გამოხატონ კანონის ფარგლებში, რასაც არ აკეთებენ ისინი. როდესაც ვერ იკრიბები სათანადო რაოდენობით, კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე, მეტს კი არაფერს ვამბობთ. საზოგადოება მეტს კი არაფერს ითხოვს. როცა ხარ 50, 100 ან 300 კაცი შეკრებილი, კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და საზოგადოების მოთხოვნა ახლა აისახება კანონში. საუბარია საერთაშორისო სტანდარტებზე. თუ დამისახელებთ ერთ ქვეყანას, სადაც დედაქალაქის ცენტრალური გამზირი იკეტება 100 და 150 კაცის მიერ ყოველდღიურ რეჟიმში, მაშინ მე დაგეთანხმებით, რომ ეს არ არის საერთაშორისო სტანდარტი, მაგრამ გარწმუნებთ, მათ შორის, როგორც იურისტი, რომ ეს კანონი თავიდან ბოლომდე ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. ისინი ითხოვენ მოძალადეების გათავისუფლებას, რიგგარეშე არჩევნებს, დემოკრატიული არჩევნების გამეორებას. რა უნდა გავითვალისწინოთ? ერთი თუ მეორე. რა იყო აბსურდი, ძალადობა 28 ნოემბრიდან 5 დღის განმავლობაში დაგვესიზმრა ყველას? როდესაც მოძალადეების გათავისუფლებას ითხოვენ და 50 კაცით ქუჩას კეტავენ, აქ უნდა მივყვეთ საზოგადოების ინტერესებს. საზოგადოების ინტერესებშია სიმშვიდე, ის, რომ ქვეყანა მშვიდად განვითარდეს და სწორედ ამას ემსახურება ეს კანონი", - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტს.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)