|
2025-10-14 10:01:25, 1393 ნახვა
სამართალი
პენიტენციური სამსახური უარყოფს ბრალდებებს რომ სინდისის პატიმარ ქალს რაადამიანურ პირობებში ამყოფებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს და უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებული ევა შაშვიაშვილი არაადამიანურ პირობებში იმყოფება. როგორც პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, „ბრალდებულ ევა შაშვიაშვილის საცხოვრებელ საკანში არის ინდივიდუალური საშხაპე, ბრალდებულზე მიმდინარეობს 24-საათიანი ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა, ხოლო უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად არ აქვს ქამრით სარგებლობის უფლება“. რაც შეეხება პოლიეთილენის პარკს, რომელზეც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი, პენიტენციური სამსახურის განმარტებით, ის ევა შაშიაშვილს საკანში საერთოდ არ აქვს. „სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ეხება ბრალდებულ ევა შაშვიაშვილის მდგომარეობას N5 პენიტენციურ დაწესებულებაში. მათ მიერ გავრცელებული ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის თანახმად, ბრალდებული ევა შაშვიაშვილი იმყოფება არაადამიანურ პირობებში, მას არ აქვს ფეხსაცმელი, შარვლის სარტყელად კი იყენებს პოლიეთილენის პარკს და არ ეძლევა პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალება. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ პენიტენციური კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი ან/და ჰიგიენის დასაცავად აუცილებელი სხვა პირადი ნივთი, პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს მას სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმლით/ფეხსაცმლით ან/და ჰიგიენის დასაცავად აუცილებელი სხვა პირადი ნივთით, რომლის ფორმა არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. N5 პენიტენციურ დაწესებულებაში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყველა დანარჩენი პენიტენციური დაწესებულების მსგავსად, თითოეული ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილია შხაპის მიღების შესაძლებლობით. ბრალდებულ ევა შაშვიაშვილის საცხოვრებელ საკანში არის ინდივიდუალური საშხაპე, მას, მისი სურვილის შესაბამისად, აქვს შესაძლებლობა, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუზღუდავად მიიღოს შხაპი, ბრალდებულზე მიმდინარეობს 24-საათიანი ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად არ აქვს ქამრით სარგებლობის უფლება, ხოლო პოლიეთილენის პარკი, რომელზეც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი, ევა შაშვიაშვილს საკანში საერთოდ არ აქვს. ასევე აღსანიშნავია, რომ ბრალდებულს ტანსაცმლის ან/და ფეხსაცმლის მიწოდების მოთხოვნით პენიტენციური დაწესებულებისთვის არ მიუმართავს, ასევე დაწესებულების მხრიდან არ ყოფილა საჭიროდ მიჩნეული მისთვის დამატებით ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის შეთავაზება, ბრალდებული უფლებამოსილია ამანათის სახით შეუფერხებლად მიიღოს კანონმდებლობით ნებადართული, მისთვის სასურველი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ ევა შაშვიაშვილის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს მეთვალყურეობის შედეგად არსებული ჩანაწერის დაარქივებასა და გასაჯაროებას. ბრალდებული ევა შაშვიაშვილი N5 პენიტენციური დაწესებულების მხრიდან უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ჰიგიენური საშუალებით, ბრალდებულის მოთხოვნის შემთხვევაში დაწესებულება მას დამატებით უზრუნველყოფს სეზონის შესაფერისი ტანსაცმლით/ფეხსაცმლით. სპეციალური პენიტენციური სამსახური დამატებით კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი თითოეული პირი იმყოფება ისეთ პირობებში, რომელიც სრულ შესაბამისობაშია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან და არ არის პატივისა და ღირსების რაიმე სახით შემლახველი. სპეციალური პენიტენციური სამსახური უმკაცრესად მოუწოდებს პოლიტიკურად დაინტერესებულ ტელეკომპანიებსა და საინფორმაციო საშუალებებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი მსგავსი ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისგან“, -აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ადვოკატმა, თამუნა იარაჯულმა გაავრცელდა ინფორმაცია, რომ 6 ოქტომბერს დაკავებული ევა შაშვიაშვილი ადვოკატმა, მარიამ ხაჭაპურიძემ მოინახულა და განაცხადა, რომ ის არადამიანურ პირობებში იმყოფება.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)