|
2025-10-09 16:14:25, 827 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე EPP-ს მოთხოვნაზე: ეს გაერთიანებები ებრძვიან ქართველ ხალხს და სიბინძურეებს კადრულობენ
თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ორმაგი სტადარტის მაგალითი უწოდა ევროპის სახალხო პარტიის მოთხოვნას სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, რომ ქართველები აღნიშნული ორმაგი თამაშის მონაწილეებსა და მიზნებს კარგად აანალიზებენ. „ორმაგის სტანდარტის მაგალითია. ეს გაერთიანებები, პარტიები, კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირები „დიპ სტეიტის“ გავლენის ქვეშ არიან. ებრძვიან ქართველ ხალხს და სიბინძურეებს კადრულობენ, რომ კრიმინალი, ძალადობა წაახალისონ, გახლიჩონ საზოგადოება. რაც მთავარია, ვინ ვინ არის და ვის რა ინტერესი აქვს საქართველოსთან დაკავშირებით ქართველმა ხალხმა კარგად გააანალიზა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მანვე განმარტა, რატომ ებრძვის და მოითხოვს აღნიშნული პარტია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას. „ქვეყანაში მნიშვნელოვანი ფიგურაა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დიდი სიყვარულით სარგებლობს ქართულ საზოგადოებაში. მან 2012 წელს შემოიკრიბა მოსახლეობის უმრავლესობა და დაამარცხა ქვეყნის მტრები, ის „გლობალური ომის პარტია“, რაც წარმოდგენილია საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მან თავისი მტკიცე ხასიათით აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია სამშობლოს ინტერესები, ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ დღეს ვისაც ებრძვიან ბიძინა ივანიშვილია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)