|
2025-10-08 13:40:48, 1626 ნახვა
საზოგადოება
2026 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი კვლავ 101 მლნ ლარი იქნება
2026 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 101 მლნ ლარი იქნება, ანუ ზუსტად იმდენი, რაც 2025 წლის გეგმით არის გათვალისწინებული. 2023 წელს მთავრობამ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესი შეცვალა და გააუქმა მშპ-თან თანაფარდობის მოდელი, რომლითაც მაუწყებელი თითქმის 15 წლის განმავლობაში ფინანსდებოდა. ძველი წესით მაუწყებლის სახელმწიფო დაფინანსება [მშპ] არანაკლებ 0.14% უნდა ყოფილიყო, ცვლილებების შემდეგ კი საქსტატის მიერ გამოქვეყნებული დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა 64-ზე გამრავლდება. კანონის მიხედვით, დაფინანსების ახალი წესი ასეთია: სახელმწიფო ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის ფინანსდება არანაკლებ იმ თანხის ოდენობისა, რომელიც მიიღება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში აღნიშნული წინა წლის დასაქმებული ფიზიკური პირების რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის − 64 ლარის ნამრავლის სახით, მაგრამ არანაკლებ საქართველოს წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების ოდენობისა. მაუწყებელი ბიუჯეტიდან მიღებულ თანხას აჭარის ტელევიზიასა და რადიოსაც უნაწილებს. ახლა ისინი მთლიანი დაფინანსების 16%-ს იღებენ, თუმცა 2026 წლიდან, როდესაც ახალი ფორმულა შევა ძალაში, მთლიანი ბიუჯეტის 21%-ს მიიღებენ. საზოგადოებრივ მაუწყებელს საბიუჯეტო დაფინანსების გარდა, სარეკლამო შემოსავლებიც აქვს. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2025 წლის მე-2 კვარტალში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 200 ათასი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)