|
2025-10-02 20:24:07, 1391 ნახვა
პოლიტიკა
ჩუდიჩი: საქართველოში აღარ დარჩა დემოკრატიული პრაქტიკის სეგმენტი, რომელიც წნეხის ქვეშ არაა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა. სიტყვით გამოვიდა რეზოლუციის - „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ თანაწამრდეგენი, საბინა ჩუდიჩი. მისი თქმით, საქართველოში აღარ დარჩა "დემოკრატიული პრაქტიკის სეგმენტი, რომელიც კოლოსალური და სახიფათო წნეხის ქვეშ არ იმყოფება." იგი შეეხო 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებსაც და თქვა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც ამ არჩევნების სამართლიანობაზე მიუთითებს. ჩუდიჩმა ასევე საქართველოში არსებულ მედიაგარემოზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში კვლავ გრძელდება ჟურნალისტებზე ზეწოლა. ხაზი გაუსვა მზია ამაღლობელის პატიმრობასაც. "საქართველოში დღეის მდგომარეობით, არ არსებობს დემოკრატიული პრაქტიკის სეგმენტი, რომელიც კოლოსალური და სახიფათო წნეხის ქვეშ არ იმყოფება. კერძოდ, ჩვენ ვხედავთ უწყვეტ თავდასხმებს სამოქალაქო სექტორზე, დაპატიმრებებსა და საბანკო ანგარიშების გაყინვებს. უნდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს ოდესღაც რეგიონში ყველაზე წარმატებული და პერსპექტიული სამოქალაქო საზოგადოება ჰყავდა, რომელიც ახლა არსებობის საფრთხის წინაშეა მიღებული კანონმდებლობის გამო, რომელიც საკუთარ ორგანიზაციებს უცხოელ აგენტებად მიიჩნევს. გარდა ამისა, თუ დავაკვირდებით 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც საქართველოში მოახლოვდა - არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება. ეს იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ზედამხედველობა არ იარსებებს. უპირველეს ყოვლისა, იმ უდიდესი ზეწოლის გამო, რომლის ქვეშაც საქართველოს სამოქალაქო სექტორია, და მეორე - არ არსებობს თანამშრომლობა არჩევნების მონიტორინგის საკითხზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისისთვის მოწვევა დაგვიანებით გაიგზავნა, რამაც აზრიანი ზედამხედველობა გამორიცხა და ოდირმაც შესაბამისად, უარი განაცხადა მონაწილეობაზე. და, რა თქმა უნდა, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი არ იქნა მიწვეული არჩევნების მონიტორინგისთვის. საქართველოს დემოკრატიული ცხოვრების შემდეგი კომპონენტი ჟურნალისტები და თავისუფალი მედიაა. კიდევ ერთხელ, ვხედავთ, რომ სივრცე, სადაც ჟურნალისტური თავისუფლებებია შეზღუდული და ჟურნალისტებზე თავდასხმებიც კვლავ გრძელდება. ამ მხრივ, გამოვყოფდი მზია ამაღლობელს, რომელიც პოლიტიკური ბრალდებებით პატიმრობაში რჩება. სამოქალაქო საზოგადოების 60-ზე მეტი ორგანიზაციაა თავდასხმის ობიექტი და მათი საბანკო ანგარიშები გაყინვით არის დაშინებული", - განაცხადა ჩუდიჩმა.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)