|
2025-10-02 18:21:10, 702 ნახვა
პოლიტიკა
ქართული ოცნების სასამართლო, უსამართლობის და ძალადობის ადგილი გახდა - მედიაკუალიცია
მედიის ადვოკატირების კოალიცა თბილისის საქალაქო სასამართლოში 1-ელ ოქტომბერს, ჟურნალისტების მიმართ პროფესიული საქმიანობის ხელშეშლისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებზე განცხადებას ავრცელებს. ცნობისთვის, გამოცემა "პუბლიკის" რეპორტიორმა, მინდია გაბაძემ 1-ელ ოქტომბერს სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, სადაც წერდა, რომ "თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურების ხელმძღვანელი, დავით მატიაშვილი გელა ხასაიას სასამართლო პროცესის დაწყებამდე დაემუქრა", ხოლო პროცესის დასრულების შემდეგ, როცა მოქალაქეებსა და სასამართლოში მყოფ ჟურნალისტებს სივრცეს ძალის გამოყენებით ატოვებინებდნენ, გაბაძეს ხელი კრა და "ორჯერ წიხლი ჩაარტყა". კოალიცია განცხადებაში აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მედიის წარმომადგენლებს თბილისის სასამართლოს შენობაში "ძალადობრივად თავს ესხმიან". "ქართული ოცნების სასამართლო - უსამართლობის და ძალადობის ადგილი გახდა - ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და სასტიკი ინციდენტები პროფესიული საქმიანობის თანმდევი გამოცდილებაა. 1-ელ ოქტომბერს, ონლაინ გამოცემა “პუბლიკას’ ჟურნალისტმა მინდია გაბაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი დავით მატიაშვილი პროცესის დაწყებამდე, მას პირდაპირ დაემუქრა და ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა, არაერთხელ. იმავე დღეს, ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტ ნატალი ჯახუტაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის თანამშრომელმა მობილური ტელეფონი წაართვა და დაზიანებულ მდგომარეობაში დაუბრუნა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიის წარმომადგენლებს თბილისის სასამართლოს შენობაში ძალადობრივად ესხმიან თავს. "ქართული ოცნების" სასამართლო, ისევე, როგორც მთელი სახელმწიფო სისტემა, უსამართლობისა და ძალადობის სიმბოლოდ ჩამოყალიბდა. ქვეყანაში მედიაგარემო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია - სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მსხვერპლია. ბოლო ერთი წლის ანმავლობაში 400-ზე მეტი ინციდენტი დაფიქსირდა დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ. ამ ძალადობის უკან დგას “ქართული ოცნება” და მასთან დაკავშირებული პირები. შესაბამისად, ამ ინციდენტების მიმართ ხელისუფლების პასუხი არის სრული დაუსჯელობა. მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოხატავს სრულ სოლიდარობას დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციების მიმართ, რომლებსაც ამ რთულ ვითარებაში პროფესიული მოვალეობის შესრულება უწევთ. საზოგადოების მხარდაჭერა და სოლიდარობა, საერთაშორისო ყურადღება გადამწყვეტია თავისუფალი მედიისა და დემოკრატიული სახელმწიფოს გადასარჩენად.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)