|
2025-09-29 16:44:34, 1181 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო „ევროპისთვის დაკარგულია“
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის მონაწილეებს ვიდეოკავშირით მიმართვისას, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო „ევროპისთვის დაკარგულია“. ზელენსკიმ, კერძოდ, მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნებში პროევროპული ძალების გამარჯვებაზე გააკეთა კომენტარი: „დღეს ჩვენ ვულოცავთ მოლდოვას. ევროპის იდეამ გაიმარჯვა არჩევნებში - ნორმალური და სტაბილური ეროვნული განვითარების იდეამ. რუსეთის დივერსიული გავლენა აღარ გავრცელდება ევროპაში. დღეს დილით მე ვესაუბრე მაია სანდუს და მივულოცე მას რუსეთის მიერ მოლდოვას დესტაბილიზაციის წარუმატებლობა, მიუხედავად ქვეყნის ძირის გამოთხრისა და ვინმეს მოსყიდვის მცდელობების უზარმაზარი რესურსებისა“. მან განაგრძო და თქვა, რომ მოლდოვაში არსებული სიტუაცია განსხვავდება საქართველოში არსებულისგან: „დღეს საქართველო დიდწილად დაკარგულია ევროპისთვის. შესაძლოა, ერთ დღეს ის დაუბრუნდეს (ევროპულ გზას). მაგრამ იმისათვის, რომ ეს მოხდეს, ევროპამ არ უნდა დახუჭოს თვალი იმაზე, რაც იქ და ბელორუსში ხდება“. რუსეთის ყოველი წარმატება ჩვენს რეგიონში ყოველთვის დანაკარგია ევროპისთვის. ამიტომ, ჩვენ არ შეგვიძლია დავკარგოთ არც ერთი დღე ან ერთი ქვეყანა“. ადრე, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროპამ დაკარგა საქართველო, რომელიც ახლა რუსეთზეა დამოკიდებული. მის სიტყვებს მკვეთრად აკრიტიკებდნენ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, წევრები და მხარდამჭერები.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)