|
2025-09-26 18:07:19, 1826 ნახვა
პოლიტიკა
TV პირველი POSTV-ის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს
TV პირველი POSTV-ის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. არხის განცხადებით, პროპაგანდისტული მედიის ცნობა, თითქოს, TV პირველის შენობაში "კოალიციას ცვლილებებისთვის“ ოთახი გადაეცა და ასევე "ოცნების" წარმომადგენლების შეფასებები "ჰგავს ნიადაგის მომზადებას", რისი მიზანიც არხის მაუწყებლობის შეწყვეტაა. "ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულმა POSTV-მ დღეს, TV პირველის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. თითქოს ტელევიზიის ტერიტორიაზე, საიდუმლო შეხვედრებისთვის „კოალიციას ცვლილებებისთვის“ გადაეცა ოთახი, სადაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებები იგეგმება. ტელევიზიის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება და ქართული ოცნების პარლამენტის, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის შეფასებები, ჰგავს ნიადაგის მომზადებას, რათა "ქართულმა ოცნებამ განახორციელოს რიგი ქმედებები, მათ შორის ტელევიზიის ტერიტორიაზე შემოსვლა და არხის მაუწყებლობის შეწყვეტა. TV პირველი არაერთხელ გამხდარა ქართული ოცნების სამიზნე, ბიძინა ივანიშვილის პარტიის ქმედებები და წნეხი ტელევიზიაზე მიმართული იყო, რათა არხს შეეწყვიტა მუშაობა. დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების ფონზე, როდესაც არაერთი შემზღუდავი კანონის მიღებით ვერ მოახერხეს არხის მაუწყებლობის შეფერხება, ამ ახალ იერიშს განვიხილავთ ტელევიზიის წინააღმდეგ ქმედებად, რომლის მიზანია, არხის მაუწყებლობის გათიშვა", - აცხადებს TV პირველი. ცნობისთვის, დღეს POSTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც არხი ირწმუნება, რომ TV პირველმა "კოალიცია ცვლილებებისთვის" გამოუყო ოთახი, რომელშიც კანონსაწინააღდმეგო ქმედებები იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)