05:34 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-22 16:17:23, 2089 ნახვა

საზოგადოება
მობილბანკში იგებ - საქართველოს ბანკის გათამაშება დაიწყო, საპრიზო ფონდია 650 000 ლარი

საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, კომაროვის ონლაინ სკოლის პარტნიორია.

29 სექტემბრის ჩათვლით, დარეგისტრირდი კომაროვის ონლაინ სკოლაში და განათლების გზაზე არ გაჩერდე.

პროექტის ფარგლებში, სკოლაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად დაესწრონ ფიზიკის ან/და მათემატიკის კურსს.

ონლაინ სკოლის მასწავლებლები კომაროვის გამოცდილი სპეციალისტები არიან. აქ მოსწავლეები სააზროვნო და ლოგიკური ამოცანების საშუალებით ფიზიკისა და მათემატიკის საკითხებს მარტივად და სახალისოდ სწავლობენ.

 

სასწავლო პროცესი სამ ტრიმესტრად მიმდინარეობს, თითოეული ტრიმესტრი კი 3 თვე გრძელდება და 12 კვირას მოიცავს.

თითოეული სასწავლო წლის პირველ ტრიმესტრში საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეები საქართველოს ბანკისგან მიიღებენ მეორე ტრიმესტრში სწავლის სრულ დაფინანსებას, ხოლო მეორე ტრიმესტრში საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეები, მესამე ტრიმესტრის სწავლის სრულ დაფინანსებას.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული კურსი არ არის გათვლილი ფიზიკა - მათემატიკური სკოლების პროგრამაზე და განკუთვნილია მოსწავლეებისთვის, რომლებიც არ სწავლობენ კომაროვის (და სხვა ფიზიკა-მათემატიკურ) სკოლაში.

პროექტში მონაწილეობასთან და სასწავლო განრიგთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს.

რეგისტრაციისთვის გადადით ვებგვერდზე: https://shorturl.at/q7tZ8

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით კომაროვის სკოლას მეილზე: Online.School@komarovi.edu.ge ან ტელეფონის ნომერზე: 558964060; 558968030

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

კომაროვის ონლაინ სკოლა





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics