|
2025-09-22 13:22:25, 654 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: ემანუელ მაკრონის მიერ აშშ-ის ელჩის საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩარევაში დადანაშაულება ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ემანუელ მაკრონის შეფასება საფრანგეთში აშშ-ის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით, არის ორმაგი სტანდარტის კარგი მაგალითი, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ მოქმედებენ ცალკეული პოლიტიკოსები პატარა ქვეყნებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ზოგიერთს წარმოუდგენია, რომ ყველაფრის უფლება აქვს, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოსთან მიმართებით. „ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია. ვიღაცებს წარმოუდგენიათ, რომ ყველაფრის უფლება აქვთ - შეუძლიათ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩაერიონ. ეს ჩვეულებრივი რამ ჰგონიათ. რეალურად კი, როდესაც თვითონ აწყდებიან იგივე პრობლემას, მაშინვე გამოხტებიან და საუბრობენ, რომ როგორ შეიძლება თურმე სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ მუშაობენ ეს ადამიანები სხვა პატარა ქვეყნების მიმართ, ისეთი როგორიც საქართველოა. თუმცა, არავის დაავიწყდეს, რომ საქართველო უდიდესი კულტურის, ტრადიციებისა და წარსულის მქონე ქვეყანაა, რითაც ვამაყობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)