07:34 - 10 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-15 13:37:45, 3234 ნახვა

საზოგადოება
ხმაური 157-ე საჯარო სკოლასთან - მშობლები სწავლის შეფერხებას აპროტესტებენ

თბილისის 157-ე საჯარო სკოლასთან მშობლები ჩავარდნილ სასწავლო პროცესს აპროტესტებენ.. დაუსრულებელი რეაბილიტაციისა და მშენებლობების გამო, ათასობით მოსწავლისთვის პირველი ზარი მშობლიურ სკოლაში არ დაირეკა და ბავშვებს სწავლის გაგრძელება სხვა სკოლებში უწევდათ.

სკოლასთან შეკრებილი მასწავლებლები და მშობლები ამბობენ, რომ შენობაში წლებია რემონტი მიმდინარეობს, მაგრამ ვერ სრულდება. მათი თქმით, ერთ კომპანიას მეორე ცვლის, თუმცა შედეგი კვლავ არ დგება. მშობლები კომერციულ ინტერესებზეც საიბრობენ და აცხადებენ, რომ სკოლას დანგრევა არ სჭირდება.

„ეს სკოლა დასანგრევი არ არის, რა თქმა უნდა, ყველაფრის მიზეზი კომერციული ინტერესებია. ყველამ ვიცით, რომ წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ხდებოდა მშობლებზე მუშაობა. ეს არის უზარმაზარი ტერიტორია და კომპლექსის აშენება იგეგმება“, - განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა.

მშობლების თქმით, შენობა უფუნქციოდ დგას და ხელისუფლების დაპირებები წელიწადის დროებივით იცვლება. 

მშობლები ყურადღებას სკოლებში უფასო კვების არარსებობაზეც ამახვილებენ, რაც, მათი აზრით, ქვეყნისთვის დიდ გამოწვევად რჩება. ისინი აცხადებენ, რომ უფასო კვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც მოსწავლეებს სხვადასხვა ცვლაში უწევთ სწავლა.

„ჩემს შვილს, იმის გამო, რომ მეორე სმენაში სწავლობს, წესიერად სადილს ვერ ღებულობს, ყოველ გაზაფხულზე კუჭ-ნაწლავის პრობლემა ექმნება. 6 წელია, ბავშვს დღის სმენა არ ღირსებია, ღამის სკოლაში არასრულფასოვანი კვება, განათლება...“ - აცხადებს ერთ-ერთი მშობელი.

პროტესტი 157-ე სკოლასთან გრძელდებოდა. უკვე 2 წელია, რაც პედაგოგები და მშობლები სკოლის რეაბილიტაციას ითხოვენ, რათა მოსწავლეებმა საკუთარ შენობაში შეძლონ სწავლა, თუმცა უშედეგოდ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა უკრაინის რკინიგზაზე თავდასხმების კამპანია დაიწყო, რის შედეგადაც ორ დღეში ოთხი მატარებელი დაზიანდა
მერცმა ტრამპთან სატელეფონო საუბარი გადადო
2018-2025 წლებში საქართველოს გავლით ტრანზიტული ტვირთების ნაკადი 109%-ით გაიზარდა
დრონებმა პირველად შეუტიეს რუსეთის უდიდეს გაზის წარმოების ცენტრს, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 3000 კილომეტრში მდებარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics