|
2025-09-12 14:33:10, 1654 ნახვა
სამართალი
აქციის მონაწილე რომელსაც ტიტუშკამ ხელი გაარტყა აცხადებს რომ გამოძიებასთან ითანამშრომლა და შსს იტყუება
ქეთი ალავერდაშვილი, რომელსაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ზაზა მამალაძე აქციაზე სახეში ხელს არტყამს, პოლიციამ 11 სექტემბერს გამოჰკითხა. გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც ის დაიკითხა, ჯგუფური ძალადობის კვალიფიკაცია აქვს. ქეთი ჩვენებას 4 საათის განმავლობაში აძლევდა. "არ მითქვამს, რომ პრეტენზია არ მაქვს. გამოკითხვაზე ვთქვი, რომ დისკით მქონდა მიტანილი იმ კაცის კადრები, რომელიც ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მითხრეს, სახლში მოვალთ და წავიღებთო. იტყუებიან, რომ არ ვითანამშრომლეთ, იმის გამო რომ ვთქვი, სილა არ მეტკინა-თქო, სხვა კადრებიც მარტივად დააიგნორეს. კაი ხანს ცდილობდნენ რამენაირად გაეზომათ დარტყმის ძალა. "იქნებ მაინც გეტკინა, ჰა?" - დაახლოებით ამ პათოსით. თუ დაიჭერდნენ სილის გარტყმის გამო, ალბათ უღირდათ. თუ ჯგუფურს დატოვებდნენ, მაშინ სხვებიც უნდა ჩაესვათ. იმ კადრებში ძალიან ბევრი ადამიანის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი", - ეუბნება რადიო თავისუფლებას ქეთი ალავერდაშვილი მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ზაზა მამალაძეს მელიქიშვილის გამზირზე ძალადობის გამო პასუხისმგებლობას არ აკისრებენ. პოლიციაში გამოკითხვის ნაწილი იყო კითხვები მის მიერ 8 სექტემბერსვე გამოქვეყნებულ ფეისბუკპოსტზე, რომელშიც ქეთი ალავერდაშვილი წერდა, რომ "ჯანზეა, არაფერი ტკენია და არც ლოყა აწითლებია, როგორც ირაკლი დგებუაძეს [დგებუაძე პოლიციელია, რომელმაც ჟურნალისტი მზია ამაღლობელი დააკავა მისთვის სილის გაწვნის გამო - რ.თ.]" გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მან კვლავ დაწერა, რომ არ იყო ირაკლი დგებუაძე, მისავით ჯაბანი და სიტუაციის ხელოვნურად დასამძიმებლად ვერ მოიგონებდა, რომ ეტკინა. "თუ რამეა, ჩემი ეპიზოდის გარდა, ამ კაცმა ათასი უმსგავსობა ჩაიდინა და მისი დანაშაულები სხვა კადრებშიც შესანიშნავად ჩანს (ჯებირის მოქნევა იქნება თუ დაგდებული ადამიანების მიმართ წიხლების დამატება)", - წერდა ის. ქეთიმ არ იცის, მის გარდა, კიდევ ვინ არის გამოკითხული ამავე სისხლის სამართლის საქმეზე - არც შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია ინფორმაცია ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხული მოწმეების რაოდენობისა და სხვა ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ .10 სექტემბერს პოლიციამ "ოცნების" ორი მხარდამჭერი დააკავა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით - მათგან ერთი გავრცელებულ კადრებში ახალგაზრდა ქალს ჯერ სახეში უტყამს, მერე კი აქციის მონაწილეებს უხამს ჟესტებს უჩვენებს, მეორე კი ხელკეტით უსწორდება დემონსტრანტებს. 12 სექტემბერს შსს-მ თქვა, რომ ზაზა მამალაძეს და ირაკლი ბუაჩიძეს ათავისუფლებენ, პასუხისმგებლობაში მიცემისთვის საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)