07:02 - 07 Nov, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-10 23:48:53, 1340 ნახვა

პოლიტიკა
ჯო უილსონი - ქართველი ხალხი იტანჯება მიმდინარე მთავრობის ქმედებების შედეგად

“ქართული ოცნების” მთავრობა, რომელმაც არჩევნები გააყალბა, ქართველ ხალხს დიქტატურისკენ მიათრევს - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა მოსმენაზე სახელწოდებით: „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“.

„უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხი იტანჯება მიმდინარე მთავრობის ქმედებების შედეგად. განსაკუთრებით მადლიერი ვარ იმ ლიდერობის, რომელსაც ბევრი გამორჩეული ადამიანი იჩენს. კიდევ ერთხელ ვამბობ: აქ მყოფთ ყველას შეუძლია რეალური ცვლილების შეტანა. ეს საკითხი ორპარტიული კონსენსუსის საგანია და მეც დიდად ვაფასებ ამას. ახლა კი დავიწყებთ საწყისი განცხადებებით, რის შემდეგაც გადავიდეთ ჩვენებებზე.
ქალბატონებო და ბატონებო, „ქართული ოცნების“ მთავრობა, გაყალბებული არჩევნების გზით, ქართველ ხალხს დიქტატურისკენ ექაჩება, ართმევს სუვერენიტეტს და სიღარიბისთვის იმეტებ, ამავდროულად კი ქვეყნის ტრადიციულ მოკავშირეებს შორის ბზარს ქმნის, მათ შორის შეერთებულ შტატებთანაც. ამერიკა დიდად აფასებს ჩვენს ერთობლივ სამხედრო სამსახურს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, სადაც ქართველი ჯარისკაცები ყოველთვის უდიდესი თავდადებით და უდიდესი სანდოობით იბრძოდნენ - არა მხოლოდ საკუთარი თავის დასაცავად, არამედ ამერიკელი სამხედროების და დასავლური ინტერესების დასაცავად თავისუფლებისა და დემოკრატიის სახელით.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ეს ქმედება ღალატია მოკავშირეებისადმი და ძირს უთხრის იმ კეთილსინდისიერ მხარდაჭერას, რომელიც შეერთებულმა შტატებმა ათწლეულების განმავლობაში გასწია საქართველოს დასახმარებლად, რათა ქვეყანას აეშენებინა თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფო, ძლიერი მოქალაქეებით. დღეს კი ჩვენ ვხედავთ ამ მიღწევების დემონტაჟს კორუმპირებული რეჟიმის მიერ, რომელსაც ლეგიტიმაცია არ გააჩნია. „ქართული ოცნება“ ძალაუფლებაში მოვიდა გაყალბებული არჩევნებით და ერთპარტიულად მართავს სახელმწიფოს. მან დააპატიმრა ოპოზიციის ლიდერები, სცემეს მშვიდობიან დემონსტრანტებს, დაადუმეს დამოუკიდებელი მედია და საქართველო გადააქციეს ტერიტორიული კონტროლის ლაბორატორიად. ძალიან სწრაფად ის უახლოვდება ბელარუსისა და რუსეთის ფედერაციის კატეგორიას.
ღალატი აქ არ ჩერდება: „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა მჭიდროდ დაახლოება ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, რითაც გზა გაუხსნა ჩინურ გავლენას საქართველოს ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურაში. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ შავი ზღვის პორტი დაუთმეს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას, რითაც ამერიკული ბიზნესუ დაბლოკეს სტრატეგიული სავაჭრო მარშრუტებიდან და ქვეყნის მომავალი მიაბეს რეჟიმს, რომელიც ღიად ემზადება შეერთებულ შტატებთან დაპირისპირებისთვის. ამავდროულად, „ქართული ოცნება“ ხელიხელჩაკიდებული მუშაობს პუტინთან, ეხმარება მოსკოვს სანქციების თავიდან არიდებაში და ნავთობის გადაყიდვაში, მაშინ როცა რუსეთი კვლავაც უკანონოდ იკავებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ს, მათ შორის - ცხინვალის რეგიონს.
მინდა მკაფიოდ ვთქვა: „ქართული ოცნება“ საქართველოს ხალხს არ წარმოადგენს. ქართველმა ხალხმა არაერთხელ დააფიქსირა თავისი ნება მასობრივი დემონსტრაციებითა და საკუთარი ხმით - ისინი ითხოვენ დემოკრატიას, სუვერენიტეტს და დაბრუნებას დასავლური მომავლისკენ“— განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უისონმა ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რიგაში 10 000 ადამიანი შეიკრიბა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციიდან ლატვიის გასვლის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე
ბაქოს პორტმა აშშ-ის სანქციების შემდეგ უარი თქვა ლუკოილის ნავთობის გადამუშავებაზე.
რასა იუკნევიჩიენე - ოცნების რეჟიმი სრული სასოწარკვეთის მდგომარეობაში უკონტროლოდ, აგრესიულად იქცევა
ALDE: ქართული ოცნების მმართველობის ქვეშ საქართველო სრული ავტოკრატიისკენ მიექანება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი