|
2025-09-05 15:03:57, 1307 ნახვა
სამართალი
იარაღების კოლექციონერია, აქციასთან კავშირი არ აქვს – ადვოკატი რუსთაველზე დაკავებულზე
2 სექტემბერს, რუსთაველზე, იარაღის ტარებისთვის დაკავებული კაცი 62 წლის მიხეილ ლეშკაშელია. დაკავებულის ადვოკატი, გიორგი ყავლაშვილი მედიას ეუბნება, რომ ლეშკაშელი იარაღების კოლექციონერია და მას აქციასთან კავშირი არ ჰქონია. "გადაწყვეტილი ჰქონდა, ჩვენი ინფორმაციით, სანადიროდ წასვლა... არის კოლექციონერი, იარაღებს აგროვებს და აქვს არაერთი იარაღი, თუმცა აბსოლუტურად ყველა კანონიერი და რეგისტრირებულია. უბრალოდ მოხვდა ამ ადგილზე, მანქანიდან მოუწია გადმოსვლა, გზაც გადაკეტილი იყო და იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ხალხი ტრიალებდა გარშემო, თვითონ ჩათვალა, რომ უფრო უსაფრთხო იქნებოდა, იარაღი, რომლის ტარების უფლებაც გააჩნდა, რომ თან ჰქონოდა. ბატონ მიშას აღმოაჩნდა 22 რეგისტრირებული, გაფორმებული იარაღი. აქვს ადამიანს იარაღების სიყვარული და ჰობი. მამამისი სამხედრო პირი, მაღალჩინოსანი იყო და ამ ადამიანს ჰქონდა მისი გარდაცვალების შემდეგ დატოებული "გეკოს" თოფი, რომელსაც აქვს ე.წ. ხრახნი. […] ბატონი მიხეილი ბრალს გაეცნო, ჩვენთან ერთად, ვუთხარით ამას გედავებიანთქო. ამ ადამიანს განზრახვა და რაიმე კავშირი აქციასთან ნამდვილად არ ჰქონია" - ამბობს დაკავებულის ადვოკატი, გიორგი ყავლაშვილი TV პირველთაან. შსს-მ 3 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, რომ დააკავეს კაცი, რომელიც 2 სექტემბერს, "რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა". უწყების ცნობითვე, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)