|
2025-08-31 18:58:30, 1844 ნახვა
მსოფლიო
პუტინი ჩინეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ჩინეთისა და რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კვირას ჩინეთში ჩავიდა, რათა ტიანძინში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს დაესწროს. რეგიონის დაახლოებით 20 ლიდერი მიიწვიეს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე. ორგანიზაციის შექმნის შემდეგ „ყველაზე მასშტაბური“ შეხვედრა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ფონზე იმართება. პუტინისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი მოსკოვისა და პეკინის პოზიციების კოორდინაცია იქნება უკრაინაში ომთან დაკავშირებით, აშშ-ის მუდმივი მცდელობების ფონზე, რათა შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები. მიუხედავად ჩინეთის მიერ კონფლიქტში შუამავლობის მცდელობისა, პეკინი და მოსკოვი დაახლოვდნენ რუსეთის მიერ უკრაინაში 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ამ თვის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო შესაძლებლობა, რომ ჩინეთი უსაფრთხოების გარანტორის როლს შეასრულებდეს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში, რომელიც მოსკოვის შეჭრის დასრულებას ისახავს მიზნად. „ჩინეთმა რუსეთს დრონების ბაზრის გახსნით დაეხმარა“, - იხსენებს ზელენსკი.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)