|
2025-08-29 18:28:56, 888 ნახვა
პოლიტიკა
ბრიტანეთის საელჩო: არასამთავრობოების ანგარიშების დაყადაღების მიზანი შესაძლოა მათი გაჩუმება იყოს
დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში შეშფოთებულია შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებით. საელჩო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებს, „გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, შეწყვიტოს თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე და დაიწყოს დიალოგი ყველა დაინტერესებულ მხარესთან ამ კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად“. „დიდი ბრიტანეთი ღრმად შეშფოთებულია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, სავარაუდო საბოტაჟის შესახებ გამოძიების ფარგლებში, საბანკო ანგარიშები გაეყინათ შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას. გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ ეს შესაძლოა იყოს მათი მხრიდან არა რაიმე უკანონონო ქმედებაზე რეაგირება, არამედ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, რომლის მიზანია აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების გაჩუმება“, - წერია განცხადებაში. საელჩო აღნიშნავს, რომ ეს არასამთვრობო ორგანიზაციები მუშაობენ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საკითხებზე, ინფორმაციის თავისუფლებაზე, ქალთა, ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ადამიანებზე: „მათი დახურვა ზიანს მიაყენებს საქართველოს მოსახლეობას და კიდევ უფრო შეასუსტებს დემოკრატიული დაცვის მექანიზმების არსებობას და ანგარიშვალდებულებას ქვეყანაში“.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)