09:03 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-21 03:58:53, 1923 ნახვა

საზოგადოება
69 წლის ასაკში მამუკა ჩარკვიანი გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 69 წლის ასაკში, კომპოზიტორი და მომღერალი მამუკა ჩარკვიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ოჯახი და ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ

მამუკა ჩარკვიანმა 1972 წელს დაამთავრა თბილისის 61-ე საშუალო სკოლა. 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1977-1979 წლებში მუშაობდა მეტეხის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. 1982-1992 წლებში გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის მოადგილე იყო. 1992 წელს პრეზიდენტის აპარატის მრჩეველ-კონსულტანტად მუშაობდა.

1993 წლიდან გააგრძელა მუსიკალური კარიერა. 1995 წლიდან ინტენსიურად გამოდიოდა ქართულ ესტრადაზე. ასრულებდა საკუთარ სიმღერებს ძირითადად მამის, ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსებზე. გამოცემული აქვს ალბომები. მიღებული აქვს სიმღერის ფესტივალ „ლიგას“ პირველი პრემია – ნომინაცია ქართული ტრადიციული სიმღერა – სიმღერისთვის „მწვანე რტოები“ (1996), XX საუკუნის საუკეთესო სიმღერის პრიზი სიმღერისთვის „მაღლა და მაღლა“ (1999), ოქროს დისკი ნომინაცია – „წლის საუკეთესო სიმღერა“ – სიმღერებისთვის: „ჩემი აღარა ხარ“, „გაზაფხული“, „აპრილი“ და „დედის ჯერი“. დაჯილდოებულია მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაციის პრიზით, ჯაზ-ფესტივალის სპეციალური პრიზით სიმღერებისთვის: „ბლუზი“ და „ქალი სანაპიროზე“. 2014 წლის 10 მაისს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მამუკა ჩარკვიანის ვარსკვლავი.ქ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics