02:58 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-22 13:31:48, 1377 ნახვა

მსოფლიო
ბრიუსელის აეროპრტში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ISIS-იმ აიღო

ბრიუსელის აეროპორტში აფეთქებებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ბრიუსელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ISIS-ის მეტრო სადგურში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არ აუღია.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისია თანამშრომლებს მიმართავს, სახლში დარჩნენ და საზოგადოების თავშეყრის ადგილებისგან თავი შეიკავონ.

ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით, ბრიუსელში კერძოდ კი მაელბეკის მეტრო სადგურზე 13 ადამიანია გარდაცვლილი.

ცნობისთვის ბრიუსელში 4 ტერორისტული აქტი განხორციელდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მეტროში მომხდარ აფეთქებას 13 ადამიანი ემსხვერპლა. იქამდე ორი აფეთქება ბრიუსელის აეროპორტში განხორციელდა. დასავლური მედიის ცნობით, აეროპორტში მომხდარი აფეთქებისას მსხვერპლთა რაოდენობა ამ დროისთვის 23-ია. დაშავებულთა რაოდენობა კი 35-ს აჭარბებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics