|
2025-08-16 03:50:58, 2651 ნახვა
მსოფლიო
დასავლური მედია - შეხვედრა არაფრით დასრულდა
პუტინ-ტრამპის მოლაპარაკებების მთავარი შედეგი შედეგის არარსებობა- წერს დასავლური მედია. რას უსვამს ხაზს დასავლური მედია მათი შეხვედრის შედეგებზე. The New York Times: „ბუნდოვანი კომენტარების მიღმა ცხადი იყო, რომ ორმა პრეზიდენტმა ვერ მიაღწია შეთანხმებას ევროპის, უკრაინისა და თავად ტრამპის მიერ დასახულ საწყის წერტილზეც კი: დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე“. Sky News (https://news.sky.com/story/trump-putin-summit-live-updates-latest-alaska-ukraine-war-talks-zelenskyy-12541713?postid=10026411#liveblog-body): „მათ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რომ ეხსენებინათ, ეს საუბრის ხასიათს შეცვლიდა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ჯერ კიდევ შორს არის“. CNN: „არცერთმა პრეზიდენტმა არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს. ამით მათი მოლაპარაკებების შინაარსი, რომელიც ორივე მხარემ დადებითად შეაფასა, უცნობი რჩება“. The Guardian: „ეს სწრაფად მოხდა. დონალდ ტრამპმა მეტი კითხვა დატოვა, ვიდრე პასუხი. მან ვლადიმერ პუტინს მოეწონა, მაგრამ სამიტის შესახებ მცირე დეტალები მოგვაწოდა.“ Reuters „მოიცადეთ, სულ ესაა?“
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)