09:40 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-10 14:42:02, 1510 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ცვლილებების კოალიციამ“ საარჩევნო ნომრები დაკარგეს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ცვლილებების კოალიციამ“ საარჩევნო ნომრები დაკარგეს, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა გიორგი კალანდარიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი 17 პარტიამ შეიტანა, ხოლო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 5 საარჩევნო სუბიექტს მიენიჭა ის ნომრები, რომლებიც მათ საპარლამენტო არჩევნებში ჰქონდათ.

დადგენილ ვადებში განაცხადების წარმდგენი 5 პოლიტიკური გაერთიანება პირდაპირ მიიღებს იმ ნომრებს, რომლითაც გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდნენ. 12 სუბიექტის შემთხვევაში ჩატარდება წილისყრა, პირველი ნომრიდან დაწყებული, კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს 12 თავისუფალი ნომერი.

„ორი სუბიექტი, რომლებმაც ჩვენთან წარადგინეს განაცხადი რიგითი ნომრების გამოყენების შესახებ, მაგრამ არ წარადგინეს განაცხადები არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, მათი ნომრები 4 [„კოალიცია ცვლილებებისთვის“] და 5 [„ნაციონალური მოძრაობა „ერთობა“] წილისყრის დროს გათამაშდება“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

წილისყრის შედეგად, საარჩევნო ნომერი 4 პარტია „ქართული ერთობის“ წევრს ერგო, ხოლო ნომერი 5 პარტია „ჩვენი ერთიანი საქართველოს“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics