|
2025-08-08 15:09:02, 1778 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი - ნუ ეფარებიან ჩვენი გმირი ჯარისკაცების ვაჟკაცობას და გმირობას
„ნუ ეფარებიან ის ადამიანები ["ნაცმოძრაობა"] ჩვენი გმირი ჯარისკაცების ვაჟკაცობას და გმირობას. ყველას ჰქონდა თავისი ვალდებულება, რომ აერიდებინა ეს ომი სამშობლოსთვის, მაგრამ ეს არ გაკეთდა",-ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ეროვნული ინტერესები და ქვეყანაში უსაფრთხოება უზრუნველყოს. „რასაც ჩვენი გმირები აკეთებდნენ, აკეთებენ და მომავალში გააკეთებენ ეს არის მათი მოვალეობა, ვალდებულება. ჩვენმა ჯარისკაცებმა იცოდნენ და იციან, თუ რას ნიშნავს სამშობლოს დაცვა და რას ნიშნავს იყო სამშობლოს ჯარისკაცი და მცველი. ამავე დროს, ჩვენ ვართ სახელმწიფო, სადაც თითოეულ ინსტიტუტს აქვს თავისი ვალდებულება. ეს უნდა გავმიჯნოთ, ჯარისკაცს აქვს თავისი მოვალეობა და ვალდებულება, სახელმწიფო მეთაურებს, ინსტიტუციებს, ხელისუფლებას, პრეზიდენტი იქნება, აღმასრულებელი ხელისუფლება, სასამართლო თუ ა.შ ყველას გაგვაჩნია ჩვენი ვალდებულება ჩვენი სამშობლოს წინაშე. ჩვენი ვალია, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ავარიდოთ ჩვენ სამშობლოს ყველა ხიფათი. უსაფრთხოება არის პირველ რიგში, რომ ჩვენი სამშობლო არ იყოს საფრთხის წინაშე და არ იყოს ომის საშიშროების ქვეშ, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება. ნუ ეფარებიან ის ადამიანები ["ნაცმოძრაობა"] ჩვენი გმირი ჯარისკაცების ვაჟკაცობას და გმირობას. ყველას ჰქონდა თავისი ვალდებულება, რომ აერიდებინა ეს ომი სამშობლოსთვის, მაგრამ ეს არ გაკეთდა,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)